Corriere dello Sport-ის მიხედვით "ინტერის" ტექნიკურმა დირექტორმა მარკო ბრანკამ და სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ უკვე დაიწყეს ახალ ტრანსფერებზე მუშაობა, რადგან მოხდეს შერჩევა ახალი ფეხბურთელებისა 2013-2014 წლის სეზონისათვის. "ნერაძურის" ხელმძღვანელობამ პრაქტიკულად ხელი მოაწერეს და ყოველგვარი საკითხები შეათანხმეს "სამპდორიას" ბოსებთან, იცარდის ტრანსფერთან დაკავშირებით. რას ამბობს მის შესახებ სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი ექსპერტი ხოსე ალბერტი: "იკარდი არის ფეხბურთელი, რომელსაც უდიდესი პოტენციალი და შესაძლებლობები გააჩნია გახდეს დიდი ფეხბურთელი. მისი მომავალი უკვე განსაზღვრულია ის აუცილებლად შეუერთდება"ინტერს" ზაფხულში. ორ კლუბს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. ყველაზე პრესტიჟული ბრაზილიური გაზეთი Globoesporte, აღნიშნავს, რომ არგენტინელი თავდამსხმელი "ინტერისთვის" ახალი მესი იქნება. გაზეთის ინფორმაციით ინტერს მოუწევს მის სანაცვლოდ გადაიხადოს 16 მილიონი ევრო. და ბოლოს მოდით საბოლოოდ მოვუსმინოთ "სმპდორიას" პრეზიდენტს ედუარდო გარონეს. შეგახენებთ რომ რამოდენიმე დღის წინ გარდაიცვალა სამპდორიას პრეზიდენტი და მის შემცვლელად დაინიშნა ედუარდო გარონე. რომელმაც იტელიურ პრესასთან ისაუბრა სხვადასხვა თემებზე და მათ შორის შეეხო იკარდის ტრანსფერს "ნერაძურიში". "ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გუნდი გაშძლიერდეს და უფრო კონკურენტუნარიანი იყოს. გულშემატკივარი მინდა დავამშვიდო რადგან ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, რადგან გუნდმა მიაღწიოს დასახულ მიზნებს. მე მინდა, რომ მოვიგო.. ალბათ ხედავთ, რომ კონკრეტულად არაფერი უთქვამს იკარდის ტრანსფერთან დაკავშირებით, თუმცა დღესავით ნათელია, რომ ის ზაფხულში "შავ-ლურჯ" ფორმას მოირგებს. Sport Italia :'ვლადიმერ ვაისი შესაძლოა ინტერში აღმოჩნდეს" "პესკარას" ფეხბურთელს ვლადიმერ ვაისს მოქმედი კონტრაქტი ეწურება. თუ პესკარა გავარდება, ვაისი აუცილებლად დატოვებს გუნდს. კლუბს მისი შენარჩუნება სურს, თუმცა როგორც ავღნიშნე უკვე იმ შემთხვევაში თუ "პესკარა" სერია ა-ს დატოვებს ვაისი ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს გუნდს. მოთამაშეს მსურველი კლუბები არ აკლია მათ შორის "ინტერიც". "ნერაძური" მისით კვლავ ინტერესდება. მისი აგენტი არის მინო რაიოლა რომელთანაც კონტაქტის დამყარება და ტრანსფერის შეთანხმება ურთულესი რამ არის. Argentinian Sources: რუბენ ბოტა "ინტერში" არგენტინული წყაროების ინფორმაციით, ტიგრეს ნახევამცველთან რუბენ ბოტასთან "ინტერს" წინასწარი შეთანხმება აქვთ. ორი დღის წინ ინტერის აგენტები იმყოფებოდნენ აქ რადგან განეხილათ მისი ტრანსფერი. "ინტერის" წარმომადგენლებმა ოფიციალური შეთავაზება გაუკეთეს ტიგრეს ნახევარმცველს, რომელსაც ზაფხუულში კონტრაქტი ეწურება. ნერაძურის კონკურენტი გამოუჩნდა ბოკას სახით მათაც სურთ თავიანთ კლუბში რუბენ ბოტას ხილვა, სულ მალე გამოჩნდება რომელი გუნდი აირჩევს 23 წლის არგენტინელს. "სამპდორია" განიხილავს ობიანგის ტრანსფერს Sky-ს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო, საუბრობს ობიანგის ტრანსფერზე. "სამპდროია" მზად არის ზაფხულში ფეხბურთელს შეელიოს, თუ ისინი სარფიან შემოთავაზებას მიიღებენ. მიუხედავათ იმისა რომ მას ჯერ კიდევ აქვს მოქმედი კონტრაქტი კლუბთან არ არი გამორიცხული მან გუნდი შეიცვალოს". დი მარია, ძეკო ალექსის სანჩესი, არჩევანი დიდია . . ინტერის ოცნება არის შეთანხმება მიაღწიოს, ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიცაა ანხელ დი მარია და ალექსის სანჩესი. მაგრამ არსებობს პრობლემები. პრობლემებში იგულისმება ფინანსური მხარე, გუნდს არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ტრანსფერებში დიდი თანხა დახარჯოს, გამომდინარე იქიდან რომ უახლოეს წლებში იგეგმება სტადიონის მშენებლობა. თუ გუნდი მოხვდება ჩემპიონთა ლიგის ზონაში, მაშინ კი არაფერი არ არის გამორიცხული. თუმცაღა ”ინტერის" მთავარი სამიზნე ზაფხულის, სატრანსფერო ფანჯრისას იქნება მილიტოს შემცვლელის (ღირსეული შემცვლელის) პოვნა. მილანური კლუბი აქტიურად განიხილავენ, ბოსნიელი ფორვარდის ედინ ძეკოს კანდიდატურა. ყველაფერი ესე მარტივად არ არის, გერმანული კლუბი "დორტმუნდის ბორუსია" არ არის წინააღმდეგი, ძეკოს ტრანსფერზე, იმ შემთხვევაში თუ სიტი მარკო რეუსის ტრანსფერს განახორციელებს. სიტის ხელმძღვანელობას და რობერტო მანჩინის სურს რომ გუნდში კონკურენცია გაზარდონ. გერმანელებს არ სურთ რეუსის გაყიდვა, თუმცა ძეკოს ტრანსფერის შემთხვევაში შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. დიამანტი ზაფხულში "ინტერს" შეუერთდება შეგახსენებთ რომ ”ინტერი” სერიოზულადაა დაინტერესებული ”ბოლონიას” ნახევარმცველით ალესანდრო დიამანტით. სნეიდერის გაყიდვის შემდეგ შემტევი ნახევარმცველის არ ყოლა ”ინტერის” მთავარი პრობლემა გახდა. ამ პრობლემის მოგვარებას სწორედ იტალიელი ნახევარმცველით აპირებს ”ნერაძურის” ხელმძღვანელობა.
დიამანტის ”ინტერში” ტრანსფერი უფრო რეალური ხდება მას შემდეგ რაც ”ბოლონიას” ხელმძღვანელობამ განაცხადა რომ დიამანტის გაყიდვას ივნისში აპირებენ. გარდა ამისა თავად ფეხბურთელის აგენტმა ასეთი რამ განაცხადა: ”დარწმუნებული ვარ დიანანტი ითამაშებს ისეთ დიდ კლუბებში როგორიც ”ინტერი” და ”მილანია”, ის მაღალი დონის ფეხბურთელია და დროა მიაღწიოს შედეგს
|