შეგახსენებთ, რომ "ინტერი" უკვე დიდი ხანია დაინტერესებულია ბრაზილიელი ნახევარმცველით პაულინიოთი, რომელმაც ბევრჯელ ჩაშალა ტრანსფერი იმის გამო რომ მას ”კორინთაში” დარჩენა სურდა. ახლა ყველაფერი შეიცვალა ბრაზილიელი კლუბის დატოვებას ფიქრობს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”მილანის” ყოფილი თავდამსხმელი ალესანდრო პატო სატრანსფერო ბაზარზე ”ინტერის” მოკავშირე გახდა იმ გაგებით, რომ ის ბრაზილიელს კონტრაქტის შეწყვეტას და ”ინტერში” გადაბარგებას ურჩევს.