”ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაციონმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც ისაუბრა ხვალინდელ მატჩზე იუვენტუსთან:
რას იტყვით ხვალინდელ მატჩზე?
გუნდში სტიმული და მოტივაცია არის მაღალი, რაც ძალიან მახარებს. ჩვენ გვქონდა საკმარისი დრო მოსამზადებლად და შეგვიძლია დავიხარჯოთ 101%-ით. იუვენტუსი ჩემპიონატის საუკეთსო გუნდია და რათქმა უნდა იქნება ძალიან რთული მატჩი, მაგრამ ჭკვიანურად უნდა ვითამაშოთ და შეცდომები არ უნდა დავუშვათ.
თქვენ კიდევ ერთხელ მიიღეთ მორატის ნდობა ეს გახარებთ?
მე ვაკეთებ მაქსიმუმს გუნდისთვის, რათქმა უნდა მორატის მადლობელი ვარ, მაგრამ ჩვენ ეს ნდობა უნდა გავუმართლოთ, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
სამუელი დაბრუნდა, იქნება ძირითადში?
არ ვიცი, მას ძალიან ბევრი გაუცდა. ყველაფერს ხვალ დილით გადავწყვეტ, მე ჯერ ბევრი უნდა ვიფიქრო, გუნდის ძირითადს თამაშისთვის ძალიან დიდი ნიშვნელობა აქვს.
რაზეა ყველლაზე დიდი სინანული?
გუნდის უწყვეტობაზე, ჩვენ ბევრი თამაში ჩავაგდეთ, გული გვწყდება რომ არასტაბილურობამ ის შრომა წყალში ჩაგვიგდო რომელიც გავწიეთ, ჩვენ დაუშვით შეცდომები მაგრამ მივიღეთ გამოცდილება, ამას აღარ გავიმეორებთ შემდეგ სეზონში.
იგივე სიტუაციაა რაც იუვენტუსს ქონდა?
დიახ.. ”იუვენტუსიც” მსგავს სიტუაციაში იყო. მათ ქონდა დიდი ჩავარდნა ახლა კი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მე ვთვლი რომ ასეთი რამ ჩვეულებრივია ფეხბურთში, ადვილი არაა გუნდს შეუცვალო მილიტო, სამუელი... ამას დრო სჭირდება და მოთმინება.
თქვენ არ მოგწონთ როდესაც საუბრობენ მოურინიოზე?
არა პირიქით, ის ინტერის დიდი ისტორიის ნაწილია. მოურინიო ჩემთვის არის დიდი მაგალითი. მოურინოს დაბრუნება? ვწუხვარ რომ პრესამ შეუქმნა ტყუილი ილუზიები გულშემატკივარს, მაგრამ მორატიმ უკვე ყველაფერი უარყო და გაუგებრობა დამთავრდა. მე კი ვცდილობ მივყვე მოურინიოს მაგალითს ის დიდი მწვრთნელია და მისგან ბევრის სწავლა შემიძლია.
პალასიო დაღლილია?
მე დღეს ვნახე ის, და კარგად გამოიყურებოდა(იცინის) პალასიო ჩვეულ ფორმაშია იგი იქნება ხვალ და გააკეთებს თავის საქმეს..
ტოტენჰემთან მატჩის შემდეგ, უფრო რეალური გახდა მესამე ადგილი?
ამ მატჩში გამოჩნდა გუნდური სულისკვეთება.. ჩვენ ”იუვენტუსთან” უნდა
ვითამაშოთ სრულყოფილი
ფეხბურთი, ჯერ უნდა გადავლახოთ ”იუვენტუსი” და
”სამპდორია” თუ ეს წამრმატებით გავაკეთეთ მესამე ადგილი უფრო რეალური გახდება
მსაჯი არის რიცოლი..
ის შესსანიშნავი მსაჯია და დიდი იმედი მაქვს ხვალინდელ მატჩში ობიექტურად იმსაჯებს, მაგრამ ჩვენ მსაჯზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები ისე უნდა ვითამაშოთ რომ მსაჯის შეცდომებმაც ვერ გაგვტეხოს, ჩვენ ეს შგვიძლია.
”იუვენტუსმა” უნდა ითამაშოს სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე, თქვენ კი არ თამაშობთ ხუთშაბათს, გაქვთ უპირატესობა ხვალ?
რა თქმა უნდა არა, არა მგონია ”იუვენტუსმა ”ლიგის მატჩზე იფიქროს, ის ჩვეულებრივად დაიხარჯება და გამარჯვების მოპოვებას ეცდება.
რას იტყვით ნაგატომოზე ის იქნება ძირითადში?
არა მგონია, მას არ უთამაშია ”მილანთან” თამაშის შემდეგ, ხვალ ითამაშებენ ისინი ვინც საუკეთესო ფორმაში იქნებიან, ნაგატომო სათადარიგოზე იქნება.
რას იტყვით კოვაჩიჩზე? მოგეწონათ მისი თამაში ეროვნულში?
ჩვენ გვჯერა მატეოსი. ის არის ძალიან თავმდაბალი ფეხბურთელი, მაგრამ არის ძალიან თავდაჯერებული. მას შეუძლია ითამაშობს სტაბილურად, მატეოს სჭირდება დრო, რომ უკეთესად გაიხსნას და საკუთარი თავი აჩვენოს.
კასანო? ტოტენჰემთან მან ითამაშა ფანტასტიკურად.
კასანო ყოველთვის კარგად თამაშობს და დარწმუნებული ვარ ხვალაც ასე იქნება. ჩვენ ხვალ გპირდებით გენიალურ თამაშს...