შეგახსენებთ რომ ხვალ თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება სერი-ას მორიგი შეხვედრა სადაც ინტერი ლაციოს უმასპინძლებს. ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩიონიმ გამართა წინასამატჩო პრეკონფერენცია:
ხვალ "ლაციოსთან" დაპირისპირება მოგიწევთ, რას ელით თქვენი გუნდისგან?
მე ბიჭებს მივმართე, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ შინ, ”ნაპოლისთან” მარციხს შემდეგ ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.ჩვენ ყველაფერი უნდა გავითოთ მოსაგებად და მე მჯერავს ჩემი მიჭების.
რანოკია და ჩივუ როგორია მათი მდგომარეობა?
რანოკიას და ჩივუს პატარა პრობლემები აქვთ 24 საათი გვაქვს იმისთვის, რომ გავიგოთ შეძლებენ თუ არა თამაშს, ცენტრალური მცველებიდან ჩვენ მხოლოდ ჟუან ჟესუსი გვყავს.
რას იტყვით ბოლო სამ თამაშზე?
ბოლო სამი თამაში ”ინტერმა” ქულები აღარ უნდა დაკარგოს. ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ”ინტერს” ყავს ხერხემალი, რომელსაც შეუძლია გუნდის მამოძრავებელი ძალა იყოს, როგორიცაა კოვაჩიჩი, მან საუკეთესოდ ითამაშა ”ნაპოლისთან” ის შესანისნავი ფეხბურთელია და ამიტომაც მიიღო ყველაზე დიდი შეფასება.
ზანეტიმ და მილიტომ ლეონარდოს დაბრუნებისკენ მოუწოდეს, რას იტყვით ამის შესახებ?
არვიცი ეს მე არ მეხება, ჯერ მხოლოდ ”ინტერზე” ვფიქრობ და დარჩენილ სამ თამაშზე, შემდეგ დაიწყება სატრანსფერო ბაზარზე ფიქრი და მაშინ მკითხეთ მკითხეთ ამის შესახებ.
”ინტერი” სავრაუდოდ დარჩება ევრო ტურნირების გარეშე..
ვიცით და ამის გამო დიდი კრიტიკაც დავიმსახურეთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება გაგება და თანადგომა გუნდი უფროვარდოდ თამაშობს დაკარგა წამყვანი ფეხბურთელები რის გამოც ტაქტიკა ძალიან ბევრჯელ შევცვალე ეს იოლი არა გუნდისთვის და ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც უწევთ სხვადასხვა პოზიციებზე თამაში თანაგუნდელების ტრავმების გამო, მაგრამ გუნდი მაინც ერთიანია და მე ეს მახარებს.
ფრედი ”ნაპოლისთან” თამაშობდა ფორვარდის პოზიციაზე..
დიახ სხვა გზა არ იყო(იცინის) ფრედის პოზიცია უკვე გადაწყვეტილი მაქვს მომავალი სეზონისთვის, ის ითამაშებს ჩვულ პოზიციაზე(რა პოზიციაზეც სეზონის დასაწყისში თამაშობდა), მაგრამ ახლა მისი კართანა ახლოს ყოფნა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან თავდამსხმელები არ გვყავს, ხან ფორვარდი იქნება ხან კი ფორვარდის უკან ითამაშებს.
როგორ არის კასანო?
კასანო კარგადაა , მაგრამ მის თამაშს ხვალ არ გავრისკავთ, ვფიქრობ ის შემდეგ მატჩზე დაგვეხმარება კვირას, რაც შეეხება ნაგატომოს მის დაბრუნებასაც კვირას ვვარაუდობთ.
რას იტყვით ალვარესზე? მან უკეთ ითამაშა ბოლო პერიოდი ის რჩება გუნდში?
რიკიში ეჭვი არასოდეს შემპარვია, მან სეზონის დასაწყისში გაიკეთა ოპერაცია, შემდეგ კვლავ მიიღო ტრავმა ეს იყო მისი პრობლემა, მისი თამაშის ხარისხს მე ყოველთვის ვაფასებდი და ვაფასებ, ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ”ინტერისთვის”.
”ლაცისთან” გამარჯვება არის უკანასკნელი შანსი ევროპის ლიგისთვის?
ჩვენ მხოლოდ ვფიქრობთ გამარჯვებაზე, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის და შემდეგ ვნახოთ რა მოხდება.
წელს იყო ბევრი ტრავმები რა ელის სამედიცინო პერსონალ?
ეს კლუბის ხელმძრვანელობის განსახილველია, მათ იციან ჩემი აზრი ამასთან დაკავშირებით. ”ინტერს” ტრავმების მხრივ წელს ძალიან არ გაუმართლა.
როგორ ფიქრობთ ნაგატომოს ტრავმა ოპერაციის გარეშე მოგვარდება?
არვიცი, ეს ყველაფერი ნაგატომოს და ექიმების გადასაწყვეტია, იუტო უკვე ვარჯიშობს ჩვენ მას დავაკვირდებით თუ ყველაფერი კარგად განვითარდა მაშინ ის იქნება კვირას მატჩზე, თუ არა და მაშინ ნაგატომოს ქიირურგიული ჩარევა დასჭირდება, იმედი ვიქონიოთ. რომ ეს არ მოხდება.
არსებობს შანსი პალასიოს თამაშის?
არა ეს გამორიცხეთ, რადგან ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა ის ჯგუფში სავარჯიშოდ.
რას იტყვით კოვაჩიჩზე?
მატეო ატარებს წარმოუდგენელ სეზონს. წელს კოვაჩიჩს უწევს სიღრმიდან თამაში, მაგრამ ვიცი, რომ ეს მისთვის არ არის. მისი პოზიცია მეორე სეზონიდან შეიცვლება, ის აღარ ითამაშებს ნახევარმცველის პოზიციაზე, რომელიც დაცვას ეხმარება, მატეო უფრო წინ ამოიწევს ის ითამაშებს ფორვარდების უკან და ორგანიზებას გაუწევს შეტევის წამოწყებას. ჩვენ უკვე განვიხილეთ ეს ყველაფერი და ვიცით მისი მომავალი როლი მოედანზე..