ინტერის მთავარმა მწვრთნელმა დღეს გამართა პრეკონფერენცია, სადაც ისაუბრა ხვალინდელ მატჩზე სადაც ინტერი ნაპოლის დაუპირისპირდება, სტრამაციონი კიდევ ბევრ საკითხს შეეხო რა თქმა უნდა ინტერის ირგვლივ:
როგორი განწყობაა გუნდში?
უკეთესი, ჩვენ დაგვიბრუნდა კამბიასო და გუარინი ორივე მათგანი იქნებიან ”ნაპოლისთან” მატჩზე, მაგრამ არვიც პირველივე წუთებიდან დაიწყებენ თუ არაა. კასანო? დიახ კასანოც დაუბრუნდა ვარჯიშს.
რა ხდება პალასიოს და ნაგატომოს შემთხვევაში?
დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო თამაშები ორივე მათგანი დაგვიბრუნდება, მაგრამ ამას გადაწყვეტს სამედიცინო პერსონალი, პალასიოზე ადრე კასანო დაგვიბრუნდება. პალასიოს დიდი სურვილი აქვს დაბრუნების, მაგრამ ჩვენ არ გვინდა გარიკსვა, როდრიგო ალბათ ”ლაციოსთან ”მატჩზე დაბრუნდება ან მის შემდეგ.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ინტერი” ალგერის დაუკავშირდა, ეს სიმართლეა?
დიახ ეს მეც გავიგე, ცოტა გამიკვირდა. მე ამ ამ წვრთნელს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ როგორც ვიცი ”ინტერმა” ეს ჭორი უარყო.
და თქვენ როგორ გრძნობთ თავს?
ჯერჯერობით ჯანსაღად(იცინის) ვინარჩუნებ სიმშვიდეს და ვმუშაობ რომ კარგად გამოიყურებოდეს გუნდი მომავალ მატჩზე, რა თქმა უნდა ”ნაპოლისთან” დაპირისპირება ადვილი არ იქნება ისინი ძალიან კარგ ფორმაში არიან და ტურნირის მეორე ადგილს იკავებენ, მაგრამ ჩვენ მათ დიდ პრობლემებს შეუქმნით.
მოგვიყევით ”ინტერის” ახალ პროექტზე? წლევანდეს სეზონზე?
მოდი გავაკეთოთ პატარა ანალიზი, მე არ ვეთანხმები იმ მსჯელობას რომ გუნდს არ ყავს კარგი ფეხბურთელები, ჩვენ დავიწყეთ ნულიდან ახალი ფეხბურთელებით, ეს პროექტი არაა მარტივი და არც სწარაფად შესასრულებელი ამ ყველაფერს დრო სჭირდება, მოდი გავიხსენოთ ”დორტმუნდი” მათ აქამდე მოსასვლელად 5 წელი დასჭირდათ, თუნდაც ”იუვენტუსი” 2 წლის წინ იუვე საშინელ ფორმაში იყო დღს კი საოცარი გუნდია. იოლი არაფერია, ჩვენ დრო გვჭირდება, ”ინტერს” აქვს ხერემალი პალასიო, ჰანდანოვიჩი, კოვაჩიჩი და კიდევ ბევრი მოთამაშე, დარწმუნდებული ვარ მორტი კიდევ შეიძენს ბევრ ნიჭიერ ფეხბურთელს. ჩვენა ახლოს ვიყავით კრიზისიდან გამოსასვლელად, მაგრამ ძალიან არ გაგვიმართლა რადგა ბევრი მოთამაშე დავკარგეთ რის გამოც ძალიან ბევრჯელ მომიწია სქემის შეცვლა ახალი გუნდისთვის ეს დიდი დარტყმაა, მაგრამ მომავალ სეზონში ყველაფერი შეიცვლება..
როგორ არის ჩივუ, პალასიო, კამბიასო და გუარინი?
ბოლო 2 კარგად(იცინის), პალასიო ჯერ არა. ჩივუ? ”პალერმოსთან” შემეძლო მეთამაშებინა, მაგრამ არ გავრისკე, რადგან მინდოდა ბოლო თამაშები დაგვხმარებოდა, დიდი ალბათობით ჩივუც დაგვეხმარება ”ნაპოლისთან” მატჩზე.
მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ კარგი ატმოსფერო გუნდში?
დიახ, ნამდვილად. ჩემი ბიჭებს საოცარი დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან რაც ძალიან მახარებს, ძალიან მეხმარება ივან კოდრობა ისაა საოცარი ადამიანი და მეგობარი, საკმაოდ გამოცდილია და მისგან ბევრ რჩევებს ვიღებ რაც ნამდვილად მადგება, როდესაც მაქვს სირთულეები ივანი ყოველთვის ჩემთანაა.
თქვენ ნახეთ ხავიერ ზანეტის ინტერვიუ? მან თქვენზეც ისაუბრაა..
დიახ და ძალიან გამიხარდა. ზანეტი საოცარი ადამიანია, მე მას დიდ პატივს ვცემ. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მას მხარდაჭერისთვის, რომ სურს კვლავ ”ინტერის” მწვრთნელი ვიყო. ძალიან სამწუხაროა მისი ტრავმა ის გუნდის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სეზონი ღირსეულად დავასრულოთ.
რას იტყვით ბოტტას დაზიანებაზე?
დიახ ეს ძალიან სამწუხაროა, ასევე ლონგო, რომელიც ოპერაციას მალე გაიკეთებს. ჩვენ უკვე ვშიშობთ ვინც ”ინტერთან” კონტრაქტს ხელს მოაწერს ტრავმა გარანტირებული აქვს(იცინის)
მიუხედავად დიდი დაზიანებისა ბოტტა მაინც იქნება ინტერის მოთამაშე?
ერთადერთი ჩვენ რაზეც ვწუხვართ ის არის რომ ბოტტა ვერ დაგვეხმარება სეზონის დასაწყისში, რა თქმა უნდა ბოტტა იქნება ”ინტერის” მოთამაშე და ჩვენ მას დიდი წარმატებებს ვუგზავნით..
ამ კვირაში ”ინტერის” წარმომადგენლები გაემგზავრნენ ესპანეთში კარგი ფეხბურთელების შესაძენად?
დიახ, როგორც ვიცი ეს ასე, ”ბარსელონაში” და ”რეალში” არიან ფეხბურთელები რომლებიც ნამდვილად გვჭირდება..