პარასკევი, 27.12.2024, 00:25
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მაისი » 11 » ანდრეა სტრამაჩიონის წინასამატჩო პრესკონფერენცია!!
16:19
ანდრეა სტრამაჩიონის წინასამატჩო პრესკონფერენცია!!



შეგახსენებთ, რომ ხვალ გაიმართება სერია-ა-ს მატჩი სადაც ”ინტერი” ”ჯენოას” დაუპირისპირდება, ინტერის მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩიონმა ისაუბრა ხვალინდელ მატჩზე და განიხილა სსხვა საკითხებიც ”ინტერთან” დაკავშირებით:

რამოდენიმე დღიანი მომზადება ხვალინდელი მატჩისთვის, როგორაა გუნდი?

საკმაოდ რთული მატჩები გვქონდა ჯერ ”ნაპოლი” და შემდეგ ”ლაციო”, გარდა ამისა შესაძლოა რამოდენიმე მოთამაშე ვერ ვიხილოთ ”ჯენოსათან”, მაგრამ ვეცდებით ფეხზე მალე დადგნენ, რაც შეეხება რანოკიას და კოვაჩიჩს მათ ხვალინდელ მატჩში თამაშ, ჯერ კიდევ არ ვიცი დაიწყებენ თუ არა პირველი წუთებიდან.

რას იტყვით ჩივუზე და რანოკიაზე?

ჩივუ გამოირიცხა რადგან მას გუშინაც ქონდა ტკივილი ფეხში, რანოკიას ძალიან უნდა გუნდს დაეხმაროს მაგრამ მისი მდგომარეობაც ძალიან სარისკოა, ამიტომ ჯერ არ ვიცი ითამაშებს თუ არა. რაც შეეხება ჟუანს მას დისკვალიფიკაცია აქვს.

როგორ ფიქრობთ გუნდი იზრდება?

ვინც უყურა ”ინტერის” თამაშს ”ლაციოსთან” და ”ნაპოლისთან” მიუხედავად შედეგისა, ჩვენ ცუდად არ გვითამაშია, ამხელა დანაკლისის მიუხედავად გუნდმა კარგად ითამაშა, გუნდმა იბრძოლა ბოლომდე, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ”ინტერის” თამაში არ არის და კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

რა მოხდა გუშინ პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე?

ეს იყო ნორმალური, ძალიან მწყინს როდესაც ამ შეხვედრის შემდეგ ჩემს გუნდიდან წასვლაზე საუბრუბენ, ეს ასე არ არის, ჩვენ გვქონდა ძალიან წყნარი საუბარი, განვიხილეთ საკითხები, რომელიც გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობას ეხება, ასევე ვისაუბრეთ მომავალ სეზონზეც, თუ რა არ უნდა განმეორდეს მომავალში, ყველაფრის მიუხედავად მე ვარ პასუხისმგებელი გუნდზე და პრეზიდეტთან ერთად მაგიდასთან დაჯდომა ჩემი მოვალეობაა, მორატი შესანიშნავი პიროვნებაა მე მასთაან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ გვონდა პატიოსანი და გულწრფელი საუბარი, მე მან მითხრა, რომ ის შეცდომები არ უნდა განმეორდეს რაც წელს მოხდა და მე ამ ყველაფერს აუცილებლად გავითვალისწინებ.

როგორ არის კასანო?

მას ქონდა რთული დაზიანება, მაგრამ ახლა ყველაფერი  კარგადაა. ხვალინდელ მატჩზე კასანო იქნება და ბოლო ორი თამაში გუნდს დაეხმარება, მის დაბრუნება თავდასხმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორი იქნება მომავალი სეზონი?

პრეზიდენტს უკვე ვესაუბრე მომავალი სეზონის შესახებ, უკვე ვიცი გუნდი როგორ ვათამაშო და განვიხილე თითოეული მოთამაშის პოზიცია მოედანზე. მორატისთან ასევე განვიხილე  ჩემი გეგმები გუნდთან დაკავშირებით. ჩემი დავალებაა ”ინტერი” დავაბრუნო ისეთივე დიდ გუნდად როგორიც იყო, აღარ უნდა განმეორდეს წლევანდელი შეცდომები და უნდა გავხდეთ სტაბილურები, ბევრი სამუშაო გვაქვს, მაგრამ ვფიქრობ რომ წელს გუნდის ხერხემალი ჩამოვაყალიბე და მომავალ სეზონში ბევრად იოლი სქმე მელის.

რას იტყვით ბოლო მარცხზე ლაციოსთან?

მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს მარცხი არ დაგვიმსახურებია, ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ მომენტები რომელიც გვქონდა, ”ლაციომ” კი ყველა მომენტი გამოიყენა, გარდა ამისა ძალიან არ გაგვიმართლა.

თქვენ აღნიშნეთ, რომ კოვაჩიჩის თამაში საეჭვოა..

”ლაციოსთან” მატჩის შემდეგ ის ძალიან გადაიღალა, ყველაფრის მიუხედავა მატეო მხოლოდ 19 წლისაა. ის იქნება განაცხადში, მატეოს ძალიან უნდა გუნდს დაეხმაროს, მე კი არ მინდა რომ გავრისკო რადგან ის ძალიანა ხალგაზრდაა და ტრავმები არ გვჭირდება, ხვალ გადავწყვეტ ითამაშებს თუ არა პირველივე წუთებიდან, რა თქმა უნდა მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

რა პასუხს გასცემთ მათ ვინც ამბობს რომ გუნდს არასწორი ტაქტიკით ათამაშებთ?

ყველა მწვრთნელს ყავს კირტიკოსი და არც მე ვარ გამონაკლისი, მაგრამ წელს მე არ მომეცა იმის საშუალება, რომ მეთამაშა იმ ტაქტიკით რომელზეც ვიმუშავე, ტრავმების გამო ტაქტიკა ბევრჯელ შევცვალე და ეს თითქმის ყოველ თამაშზე ხდებოდა, თუდაც ბოლო მატჩი ჩვენ კიდევე ერთი ტრავმირებული დაგვემატა ჯონათანი მისი არ ყოფნის გამო ტაქტიკა კიდევ შევცვალე,  3 მცველით თამაში ესაა რის გამოც ბევრჯელ გამაკრიტიკეს, მაგრამ  მე სხვა გამოსავალს ვერ ვხდავ, რადგან არ მყავს 4 მცველი.

თვილით თუ არა, რომ ზამთრის სატრანსფერო პოლიტიკა იყო ძალიან ცუდი?

ყოველთვის ყველა ტრანსფერი არ გაამართლებს, რატომ ფიქრობთ, რომ ზამთრის სატრანსფეო ბაზარი იყო კოშმარი? როდესაც ჩვენ  აღმოვაჩინეთ მატეო კოვაჩიჩი, რომელმაც ბევრი გააოცა საკუთარი თამაშით, ეს ბიჭი გუნდის ხერხემალად იქცა და მისი სახით ჩვენ მომავალი ვარსკვლავი აღმოვაჩინეთ.

და როგორი იქნება მომავალი სეზონის ტრანსფერები?

არა ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, ერთს გეტყვით მორატის უნდა გუნდის დახვეწა და გაუმჯობესება, მან უკვე აირჩია მწვრთნელი და ეს ვარ მე, რაც შეეხება ტრანსფერებს ჯერ არაფერი ვიცი ის თავად გადაწყვეტს, როგორ გააძლიეროს გუნდი, რა თქმა უნდა მე უკვე ვესაუბრე ჩემს ტექნიკურ პროექტზე და ის ამას გაითვალისწინებს თუ ვინ მჭირდება გუნისთვის, მე ვარ პირველი პასუხისმგებელი გუნდზე ამიტომ მე უნდა გადავწყვიტო ვინ იქნება ”ინტერის” მომავალი ფეხბურთელები, მაგრამ ჯერ მხოლოდ დარჩენილ თამაშებზე ვფიქრობ.

რას იტყვით ლონგოსა და დუნკანზე, ისინი დაბრუნდებიან ?

დუნკანი შესანიშნავ  სეზონს ატარებს, ასევე ლონგოც ძალიან კარგად თამაშობს ესპანიოლში, ორივე დაბრუნდება ”ინტერში” და დაგვეხმარება მომავალი სეზონიდან.

რა ხდება ნაგატომოსთან?

ნაგატომო უკვე კარგ ფორმაშია, ის ნამდვილად დაგვეხმარება ხვალინდელ მატჩზე, თავად იუტო კი ძალიან ბედნიერი და მოტივირებულია ხვალინდელი მატჩისთვის.

მას აღარ დასჭირდება ქირურგიული ჩარევა?

საბედნიეროდ არა. ბოლო ანალიზები საკმაოდ კარგია და ექიმები ფიქრობენ რომ მას ოპერაცია აღარ სჭირდება. მისი მდგომარება   100%-ით დამაკმაყოფილებებელია, ვერ გეტყვით ხვალ ითამაშებს თუ არა 90 წუთი, მაგრამ ის ვიცი, რომ დაიწყებს პირველივე წუთებიდან.

ამ ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ლეონარდოს დბრუნებაზე, თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

მე არ ვიცი არაფერი, მხოლოდ ის ვიცი რომ ის ინტერში ძალიან უყვართ და შესანისნავი ურთიერთობა აქვს პრეზიდენტთან, რაც შეეხება მორატის მას არაფერი უთქვამს ჩემთვის ამის შესახებ.

რაც შეეხება პასას ის ითამაშებს?

ჯერ ვფიქრობ კამბიასოზე, მას შეუძლია ყველა პოზიციას მოერგოს, რა თქმა უნდა პასას თამაშიც შესაძლებელია, მას უკვე აქვს საკმარისი გამოცდილება რადგან ის ვარჯისობს ჩვენთან ერთად უკვე 6 თვეა.




ნანახია: 689 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
1 Giuseppe-Meaca  
0
ვახ იკა არ გეზარებოდა ამის თარგმა ? :დ

resfect :D

2 wesleysneijder  
0
რამდენი იყბედა ამ ჩეემისამ ხელი დამეღალაა, მე არ ვიცი დადექიტ და წაიკითხეტ ყველამ და დააკომენტერეთ კიდეე:D:D:D:D[size=10] flag3 flag3 flag3

3 intermilaniiiiiiii  
0
sg kargia dzmaaa

4 wesleysneijder  
0
gaixare dzmao

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter