დღეს თბილისის დროით 22 საათზე "ინტერი" ჯუზეპე მეაცაზე უმასპინძლებს "ტოტენჰემს". ლონდონელებმა პირველი მატჩი სახლში უპრობლემოდ 3-0 მოიგეს, "ინტერის" შანსი მატჩის წინ მინიმალურია
ანდრეა სტრამაჩონი: "მე არასდროს არ ვნებდები"
ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ბოლო ათი მატჩი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუმცა დღეს მხოლოდ "ტოტენჰემზე" ვფიქრობთ. ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში, ხოლო პარასკევს ვიფიქროთ მომდევნო მატჩზე. ფეხბურთი უცნაური, არაორდინალური სპორტია, არასდროს იცი რა მოხდება, სტუმრად 0-3 წაგების შემდეგ ფიქრი მოგებაზე ძალზედ ძნელია, მაგრამ გვსურს რომ დღეს საკუთარი გულშემატკივრის წინაშე კარგად წავრსდგეთ. ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვითამაშებთ. ვიცით ჩვენი პოზიცია ევროპის-ლიგაზე და განსაკუთრებით უნდა მოვემზადოთ ამ მატჩისათვის. დღეს გუნდი ვერ გამოიყურება კარგად, არ ვმალავ რომ ცუდათ ვთამაშობთ, იმედი მაქვს ეს წარუმატებელი სერია ინტერისთვის მალე დასრულდება. უარყოფას არანაირი აზრი არ აქვს, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული მოვახერხებთ თუ არა გამოსავლის მოძებნას. პრეზიდენტისაგან 100%-იან მხარდაჭერას ვგრძნობ, მისგან მხარდაჭერა არასდროს მაკლდა, თუმცა მთავარი ისაა ვინც მას რაიმე გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს. მე არასდროს არ ვნებდები და ყოველთვის კლუბზე ვარ კოცენტრირებული, ყველაფერს გავაკეთებ რისი გაკეთებაც შემიძლია. იმედი მაქვს რომ მორატი ჩემ გაძევებას არ აპირებს. ვფიქრობ ჩემს მიერ გაწეული სამუშაოს შედეგები სეზონის დასრულების შემდეგ შეჯამდება და არა ახლა. თუმცა იტალიური პრესა ეჭვობს დაასრულებს თუ არა ანდრეა სეზონს "ჯუზეპე-მეაცაზე".
პრესკონფერენციაზე სტრამაჩიონთან ერთად იმყოფებოდა რუმინელი მცველი კრისტიან კივუ.
"ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება და ამას აუცილებლად გავაკეთებთ. ყოველი თამაში ერთმანეთისგან განსხვავდება წინა თამაში უკვე ისტორიაა, ჩვენ ვიცით რომ ჩვენ გვაქვს 90 წუთი იმისათვის რომ მივაღწიოთ სასურველ შედეგს. თუ ჩვენ დღეს მოვახერხებთ და გავიმარჯვებთ ეს ყველაფერი ჩვენ რასაკვირველია შემდეგ მატჩებში ფსიქოლოგიურად ძალიან დაგვეხმარება. აუცილებლად უნდა ვითამაშოთ აგრესიული და შემტევი ფეხბურთი. რამოდენიმე წლის წინ ჩვენ დიდ ძალას წარმოვადგენდით, ეს ყველაფერი კი წარსულია, ლამაზი წარსული ახლა ჩვენ ვხედავთ ახალ "ინტერს" რომელსაც ახალი მიზნები ამოძრავებს, ჩვენ ისევ უნდა მივაღწიოთ წარმატებებს. ჩვენ გვყავს ახალგაზრდა მწვრთნელი და უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი. თუ ჩვენ გავალთ შემდეგ ეტაპზე ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ღირსებისთვის.
ar vici ratom magram me mjera roo gvaqvs shansii ubeilod tote mainc ver tamashobs ise rogorc sachiro amas damatebuli tavdajerebulebi chamodian da egec cudia magatvtvis ori goli tu sheugdet pirvel taimshii deda moetyvnebat