როგორც ცნობილია, "ინტერში" UEFA-ს მიერ შემუშავებულ ფინანსურ პოლიტიკასთან შესაბამისობაში მოსვლაზე მუშაობენ. ერთ-ერთ პრობლემას სწორედ სნეიდერი წარმოადგენს, რომელსაც მაღალი ხელფასი აქვს. ჰოლანდიელი წელიწადში 6 მილიონ ევროს ღებულობს და იგი სერია A-ს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. გავრცელებული ინფორმაციით, "ინტერი" სნეიდერს ახალ კოტნრაქტსა და გასამრჯელოს შემცირებას სთავაზობს. რა გასაკვირია, რომ ფეხბურთელი უარზეა. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, ჰოლანდიელის ტრანსფერის საკითხი დღის წესრიგში უკვე ზამთარში დადგეს.
მოვლენების მიმდინარეობას თვალს ყურადღებით ადევნებს "ანჟი". Известия-ს ცნობით, რუსები მზად არიან სნეიდერის ტრანსფერთან დაკავშირებით ვაჭრობა 20 მილიონი ევროდან დაიწყონ