Il Corriere dello Sport-ის თანახმად, შესაძლოა ძალიან მალე არგენტინული ბარტერი ვიხილოთ. არ არის ახალი ამბავი, რომ მილანის ინტერი კარლოს ტევესითაა დაინტერესებული. "აპაჩეს" ამჟამინდელი კლუბი კი მის სანაცვლოდ სერიოზულ თანხას ითხოვს, თუმცა შესაძლოა მანჩესტერ სიტიმ არა ფული, არამედ ფეხბურთელი მოითხოვოს. "ქალაქელთა" რჩეული კი დიეგო მილიტოა.
სიტი არგენტინელს იმაზე ორი მილიონით მეტ გასამრჯელოს სთავაზობს, ვიდრე მას ახლა აქვს ინტერში. ინგლისელების გარდა მილიტოთი მადრიდის რეალი ინტერესდება.
მილიტოს სურს ინტერში დარჩენა, მაგრამ თუ კლუბი გადაწყვეტს მის გაშვებას, იგი შეეგუება და წავა, შემოთავაზებები მას არ აკლია."-განაცხადა მილიტოს აგენტმა ფერნანდო ჰიდალგომ.
კომენტარი გააკეთა მასიმო მორატიმაც, რომელმაც არც დაადასტურა მილიტოს დარჩენა და არც გამორიცხა მისი გაშვება: ვინ დატოვებს კლუბს, ვინ დარჩება და ვის შევიძენთ,-ეს ყველაფერი ბენიტესის გადასაწყვეტია. მე დაველაპარაკები მას ჩვენი ფეხბურთელების მომავლის შესახებ, მათ შორის დიეგო მილიტოზეც ვისაუბრებთ."
|