ლონდონის არსენალი მილანის ინტერის ფორვარდით სამუელ ეტოოთი დაინტერესდა, იუწყება La Gazzetta Dello Sport. 30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა, მას ინტერთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არაა პრემიერ ლიგაში გადაბარგების. გასულ სეზონში ეტოომ ინტერის მაისურით 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 37 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კამერუნელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და პსჟ ...
amat shig xom araakvt ra arsenali ris arsenali etoo intershi rcheba ise inter sago dzma kai statiaa prosta eg ar damevasa arsenalio kacma 37 goli da 17 sagole gadacema gaaketa ra unda arsenalshi
მანჩესტერ სიტი" სულ უფრო და უფრო ინტერესდება "ინტერის" კამერუნელი ფორვარდით სამუელ ეტოოთი. მას შემდეგ, რაც "სიტიმ" ალექსის სანჩესის ყიდვის შანსი გაუშვა ხელიდან, მანჩესტერელები მთლიანად ეტოოს ტრანსფერზე გადაერთნენ, თუმცა თავად მორატის არ სურს კამერუნელის გუნდიდან გაშვება, მაგრამ "ინტერის" ახალი მწვრთნელი სხვანაერად ფიქრობს."სიტი" იტალიელებს 30 წლის ეტოოში 25 მილიონ გირვანქას სთავაზობს. შეგახსენებთ, რომ სამუელს "ინტერთან" კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს. კამერუნელი "ინტერში" 2009 წელს გადავიდა და სერია A-ში 33 გოლი გაიტანა.