ორშაბათი, 23.12.2024, 00:57
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2011 » იანვარი » 12 » ასისტენტობიდან, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელობამდე
10:29
ასისტენტობიდან, მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელობამდე



მას შემდეგ, რაც ათი წლის წინ, ჟოზე მოურინიომ დამოუკიდებელი სამწვრთნელო მოღვაწეობა დაიწყო, ფენომენალურ წარმატებას მიაღწია. ის შეუდარებელი იყო თავისი კარიერის ყველა სტადიაზე - "პორტუშიც”, "ჩელსიშიც”, "ინტერშიც” და ახლა, მადრიდის "რეალში”. პორტუგალიელის სტრატეგია, მისი ტაქტიკური სიახლეები, "ინტერს” გასულ სეზონში, წარმოუდგენელი სიმაღლეების დაპყრობაში დაეხმარა - მან ჩემპიონთა ლიგის, სერია A-სა და იტალიის თასის მოგებით, ერთგვარი ჰეთ-თრიკი შეასრულა. ასეთი წარმატების გვერდის ავლა შეუძლებელი იყო და მოურინიო ფიფამ გასული წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა.

დაჯილდოების შემდეგ, ჟოზე მოურინიომ გასული წელიწადი და საკუთარი კარეირა შეაჯამა: "განვლილი 10 წლის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელის თანაშემწიდან მსოფლიოს საუკეთესო დამრიგებლად ვიქეცი. ის, რასაც მე მივაღწიე, სენსაციაა”.
ფიფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში, პორტუგალიელმა აღიარა, რომ საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების გაწვრთნა სურს და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ "ოქროს ბურთი” ხავის არ გადაეცა.
- ალბათ, შედეგების მოლოდინი რთულია. როგორ გრძნობთ თავს მას შემდეგ, რაც გაიგეთ, რომ გამარჯვებული ხართ?
- ახლა, უბრალოდ სახლში, ჩემს ოჯახთან დაბრუნება მსურს, რათა გამარჯვება აღვნიშნო და ამ მომენტით ვისიამოვნო. ამასთან, იმდენად ცუდი ადამიანი ვარ, რომ უკვე იმაზე ვფიქრობ, თუ როგორ მოვაგებინო "რეალს” მომდევნო მატჩი. ჯილდოს სათუთად შევინახავ, რადგანაც ის ჩემი ისტორიის ნაწილია. ის, ასევე, იმ ხალხის ისტორიის ნაწილიცაა, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობდნენ, რომლებიც მიყვარს და რომლებსაც ვუყვარვარ. ჯილდო მუშაობის სტიმულს ამიმაღლებს, რათა ისევ გავხდე გამარჯვებული. ჩემი მოტივაცია ოდნავადაც არ შეცვლილა.
- დაჯილდოვების ცერემონიალის დროს, რამდენიმე მგრძნობიარე მომენტი იყო - "ინტერის” ფეხბურთელები თქვენთან ერთად მუშაობის პერიოდს თბილად იხსენებდნენ. მათთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- მოთამაშეების გარეშე, მწვრთნელი არაფერია. ბრწყინვალე გუნდი ის კი არაა, სადაც მწვრთნელი ფეხბურთელებს იმად აქცევს, რადაც უნდა, არამედ ის, რომელშიც მოთამაშეებს თავიანთი დამრიგებლის გაძლიერება შეუძლიათ. მქონდა ბედნიერება, "ინტერში” ჩემს გარშემო დიდებული ადამიანები მყოლოდნენ და ეს მხოლოდ ფეხბურთელებს არ ეხება. მოხარული ვარ, რომ "რეალშიც” ბრწყინვალე პროფესიონალები დამხვდნენ. ისინი გასული წლის ღირსეულად დამთავრებაში დამეხმარნენ.
- 2010 წლის მოვლენებიდან, ყველაზე მეტად, რომელი დაგამახსოვრდათ?
- ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, ეს კი, საკლუბო მწვრთნელისთვის და ზოგადად კლუბისთვის, მაქსიმალური მიღწევაა. "ინტერისთვის” ეს გამარჯვება გრანდიოზული იყო, რადგანაც მანამდე, "ნერაძურას”, თითქმის 50 წლის განმავლობაში, მსგავსი მიღწევა აღარ ჰქონია. სწორედ ამიტომ, "სანტიაგო ბერნაბეუზე” მოპოვებული ის გამარჯვება, 2010 წელს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ახლა, ეს სტადიონი ჩემი სახლია.
- თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მწვრთნელი ხართ, მაგრამ უკვე მოასწარით ბრწყინვალე კარიერის მოწყობა. როდესმე თუ წარმოიდგენდით, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთ დიდ წარმატებებს მიაღწევდით?
- ეს წარმოუდგენელია. საუკეთესო მწვრთნელის ტიტული, სულ რაღაც 10 წლიანი მუშაობის შედეგად მოვიპოვე. განვლილი 10 წლის განმავლობაში, მთავარი მწვრთნელის თანაშემწიდან მსოფლიოს საუკეთესო დამრიგებლად ვიქეცი. ის, რასაც მე მივაღწიე, სენსაციაა.
- როგორ შეხვდით იმ ფაქტს, რომ "ოქროს ბურთის” სამივე პრეტენდენტი "ბარსელონას” ფეხბურთელი იყო?
- ეს იმის დამსახურებაა, რასაც მათ უკანასკნელი წლების განმავლობაში მიაღწიეს, მაგრამ ფაქტი, რომ "ინტერმა” "ბარსელონა” დაამარცხა და ჯერ ევროპის, მერე კი მსოფლიოს საუკეთესო კლუბი გახდა, იმაზე მეტყველებს, რომ მილანში მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიე - "ბარსელონა” ხომ მართლაც ბრწყინვალე გუნდია!
- რას ფიქრობთ იმ ფაქტზე, რომ ლიონელ მესი, ზედიზედ მეორედ აღიარეს მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად?
- არა მგონია, ახლა ამაზე მსჯელობის დრო იყოს. ძალიან ბევრი დრო გვქონდა უკანასკნელი 3-4 თვის განმავლობაში, რათა ჩვენი მოსაზრებები დაგვეფიქსირებინა, დღეს კი, ყველა გამარჯვებულს, უბრალოდ, პატივი უნდა მივაგოთ. მაგრამ გული მწყდება, რომ ვესლი სნეიდერი, რომელიც აქ ყოფნას იმსახურებდა, პრეტენდენტთა შორის არ აღმოჩნდა. გულდაწყვეტილი ვარ იმითაც, რომ ნომინანტთა შორის არაა კრიშტიანუ რონალდუ. თავის შესაძლებლობებით და თამაშის ხარისხით, ის აქ ყოფნას იმსახურებდა. ნაწყენი ვარ ხავის გამოც, რომელსაც ახალგაზრდული ასაკიდან ვიცნობ. მაგრამ მესი ბრწყინვალე ფეხბურთელია და როდესაც ასეთი მოთამაშე ჯილდოს იგებს, ჩვენ მას, უბრალოდ, უნდა მივულოცოთ. სწორედ ამას ვაპირებ მეც.
- უკვე განვიხილეთ თქვენი სწრაფი მიღწევები. თუ წარმოგიდგენიათ მომენტი, როდესაც ყველაფერი დასრულდება? რის გაკეთებას ისურვებდით კარიერის დასრულებამდე?
- ჩემი ქვეყნის ეროვნული გუნდის გაწვრთნას ვისურვებდი. პორტუგალიაში რომელიმე კლუბის გასაწვრთნელად დაბრუნება არ მინდა, მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო კლუბებში, საუკეთესო ლიგებში უნდა ვიმუშაო, მაგრამ ახლაც ვოცნებობ პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნაზე.
- როგორ ფიქრობთ, თქვენ¬თვის, 2011 წელი უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე 2010 წელი იყო?
- კიდევ უკეთესი შეუძლებელია, ისეთივე კი შეიძლება იყოს. "ინტერთან” ერთად ყველაფერი მოვიგე. მსგავსი წარმატების განმეორება ძალიან რთულია, რადგანაც "ბარსელონას” სახით პრიმერადივიზიონშიც რთული მეტოქე გვყავს და ჩემპიონთა ლიგაზეც ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგეები არიან, მაგრამ ჩვენსას მაინც ვეცდებით.


ნანახია: 641 | დაამატა: interelia | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
1 interelia  
2
უბრალოდ გენიოსი!!!

2 nerazuri  
1
sagol kai statiaa intereli inter2 metic ro agar sheidzleba iseti geniosi tan,joska kide bevr warmatebas miagwevs flag3

3 interelia  
1
გაიხარე,nerazuri

4 inter  
0
Intereli Sayol Dzma Martla udzlieresi statia ..Gaixare gzma

flag3


5 interelia  
1
icocxle flag3

6 Interfan  
0
magaria mou raaa

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  იანვარი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter