შესაბამისად მაცარის შესახებ გარკვეული ინფორმაციები გააჩნია. მისი თქმით "ინტერში" ორაზროვნებაა მწვრთნელის არჩევის შესახებ.
"ინტერის სპორტულ დირექტორს მარკო ბრანკას გუნდში ფრანგი სპეციალისტის ლორან ბლანის მოყვანა სურს თუმცა კლუბის მენეჯერს ფასსონეს ინტერის მთავარ მწვრთნელად ვალტერ მაცარის ხილვა სურს. მე ვფიქრობ რომ მაცარის "ინტერში" მისვლის შანსი ძალზედ მცირეა".
ორი კანდიდატურა ინტერის სავარაუდო მწვრთნელობისა, ვგულისხმობ ლუჩესკუსა და სიმეონეს, თითქმის გადაწყვეტილია მათი ბედი ორივე თავიანთ გუნდში დარჩება, მათ კონტრაქტს ხელი მოაწერეს.
ახლა კი "ნერაძურის" სავარაუდო მწვრთნელობის კანდიდატებს შორის შედარებით აქტუალური და ხმაურიანი ბლანისა და მაცარის კანდიდატურაა. ვნახოთ რას გადაწყვეტს უშუალოდ კლუბის პრეზიდენტი, შესაძლოა მან სულაც ანდრეა სტრამაჩონი დატოვოს მწვრთნელობის პოსტზე, თუმცა მან ამისთვსი სამეულში შესვლა უნდა შეძლოს.