ორშაბათი, 30.12.2024, 19:32
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მარტი » 4 » აუსილიო: "ანტონიო აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა"
19:48
აუსილიო: "ანტონიო აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა"


 მილანის "ინტერის" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ანდრეა სტრამაჩონისთან ჩხუბის გამო თავი დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ინტერის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუსილიომ უთხრა.
ფეხბურთელსა და მწვრთნელს კონფლიქტი 1 მარტს, საღამოს ვარჯიშის შემდეგ მოუვიდათ. ამის გამო კასანოს დიდი ჯარიმა დაეკისრება, თუმცა "ინტერის" დუბლშემადგენლობაში გადაყვანით არ დასჯილა და "ტოტენჰემთან" ევროპალიგის მატჩისთვის ემზადება.
"ანტონიო აღიარებს, რომ შეცდომა დაუშვა. ეს ინციდენტი დახურულია და წარსულში დარჩა", - თქვა აუსილიომ.
ამ შემთხვევაზე აზრი "ინტერის" მფლობელმა და პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც გამოთქვა, რომელმაც კასანო მაინცდამაინც არ გააკრიტიკა.
"იმ მომენტში ვარჯიშზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ზუსტად გამიჭირდება თქმა, რა მოხდა. 
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ისეთი არტისტისთვის, როგორიც კასანოა, მსგავსი მომენტები დამახასიათებელია და ეს ნორმალურია.
როგორ დაისჯება ის? ჯარიმის ოდენობას კლუბის მენეჯმენტი გაარკვევს", - თქვა მორატიმ.

ნანახია: 671 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
1 nerazuri  
0
კარგია თავს დამნაშავედ რომ გრძნობ..ჯარიმა ისე კარგი იქნება,აგარ გაბედავ სხვა დროს...

2 Giuseppe-Meaca  
0
:D:D

3 intereli  
0
კასანოს უთქვია სტრამასთვის პატარა მაურინიო ხარო და სტრამას კინაღამ გაუგდია :D

5 Anryto  
0
mere magaze avarda strama ?! :D , piriqit komplimenti utqvams cassanos :D

7 intereli  
0
გუნდთან ქონია სერიოუზული საუბარი რაღაც ტაქტიკაზე და თან კასანოს ცოტა წონაში ქონია მომატებული და ეს შენიშვნაც მისცა სტრამამ... კასანოს უთქვია არა რა, მართლა პატარა მაურინიო ხარო... ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა კასანოს მხრიდან თურმე... სტრამა კი არ უტყდება მაგრამ ყველას გვაქვს ნებისყოფა და როცა სერიოზულად ვსაუბრობთ და ვიღაცა კაიფით გვპასუხობს მაშინ ჩვენი რეაქცია წარმოვიდგინოთ

4 wesleysneijder  
0
ashkarad cassanos brali iyoo colmac twiterze dauwera chkvianadoo.. ar daicva da eseigi martla amis braliaa:D:D:D araushavs sherigdebian dzmakacebi arian bolosdabolos:D flag3 flag3 flag3

6 Giuseppe-Meaca  
0
casano naxe ra vin chem i.. ekitxeboda amas mous vabshe icnobs?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter