ბალოტელისა და სიტის საგა როგორც ჩანს დასასრულს უახლოვდება.როგორც Sky Sports News იტყობინება,იტალიელი თავდამსხმელი უკვე ჩაფრინდა მანჩესტერში სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.ბალოტელის ინტერის მაისურით 73 მატჩი აქვს ჩატარებული,აქედან 22 ჯერ აიღო მეტოქის კარი და 12-ჯერ კი საგოლე გადაცემა გააკეთა.
იგი იტალიის ნაკრებში პირველად 1 კვირის წინ გამოიძახეს.
გამოცემა La Gazzetta dello Sport კი იტყობინება,რომ სიტის ეს ტრანსფერი 28 მილიონი ევრო დაუჯდა და ახალგაზრდა ტალანტი ინგლისურ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მისი წლიური შემოსავალი 3.5 მილიონი ევრო იქნება.
მანჩესტერული კლუბის ამჟამინდელი თავკაცი რობერტო მანჩინი მარიოს დიდი ქომაგია.სწორედ მან მოიყვანა იგი იტალიურ კლუბში.
|