ჟულიო ბაპტისტამ დღეს ისაუბრა იმაზე,თუ როგორ ახლოს იყო რომას დატოვებასთან ამ ზაფხულს.იგი ამბობს,რომ თუკი ინტერი მას სერიოზულ წინადადებას შესთავაზებდა,დაუფიქრებლად გადავიდოდა იტალიის ჩემპიონ გუნდში.ახლა ამ ფეხბურთელს ტრავმა აქვს,აქედან გამომდინარე დღევანდელ მატჩში ფიორენტინას წინააღმდეგ იგი სკამზე იჯდება.მისი ვრცელი კომენტარი ამ ფაქტებზე შეგიძლიათ შიდა სტატიაში იხილოთ. ბაპტისტა :ყოველდღე ჩემი აგენტი,ჰერმინიო მენდესი, ინფორმაციას მაწვდიდა,რომ შეიძლებოდა ინტერში გადავსულიყავი.ეს დიდებული გუნდია და ჩემთვის წარმატება იქნებოდა ასეთ გუნდში თამაში.თუმცა ახლა რომაში ვარ და ვეცდები ჩემი საუკეთესო გამოვავლინო,რათა გუნდს დავეხმარო.მთავარი მიზანი კი ბრაზილიის ნაკრებში მოხვედრა და სამხრეთ აფრიკაში თამაშია." შეგახსნებთ,რომ ტრავმა ბრაზილიელმა ბაზელთან შეხვედრისას მიიღო,შუაკვირაში.ეს მატჩი რომამ სამარცხვინოდ წააგო 2:0
|