ჩვენი საიტის მომხმარებლებს ეცოდინებოდათ სამუელ ეტოოსა და ბარსელონას "ფინანსური დაპირისპირების" შესახებ, რომლის გაგრძელება ბევრს ეგონა, რომ სასამართლოში იქნებოდა, მაგრამ კატალონიელების პასუხის შემდეგ სავარაუდოთ სიტუაცია განიმუხტება. ესპანელების მტკიცებით ეტოოს კონტრაქტში მართლა იდო მსგავსი პუნქტი, მაგრამ ყველაფერი არც ისე იყო, როგორც კამერუნელმა თქვა. საქმე იმაშია, რომ თანხის 15 პროცენტს ეტოო მიიღებდა იმ შემთხვევაში თუ ესპანურ კლუბში გადავიდოდა, იტალიურებზე ეს არ ვრცელდებოდა.
|