რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ”ინტერის” კიპერით სამირ ჰანდანოვიჩით ”ბარსელონა” იყო დაინტერესებული და მის სანაცვლოდ ბარსელონა მზად იყო 30 მილიონი გადაეხადა, ეს ინფორმაცია მხოლოდ ჭორია, რადგან ორივე მხარემ ეს ყველაფერი უარყვო, დღეს კი ესპანურ პრესაში დაიწერა, რომ ვიქტორ ვალდესი მართლაც დატოვებს ”ბარსელონას” მაგრამ მისი შემცვლელი სამირ ჰანდანოვიჩი არ იქნება, რადგან კატალონიელებს სურთ მათ კარში ესპანელი მეკარე იდგეს და ერთერთ ვარიანტად ”მანჩესტერ უნაიტედის” ესპანელ გოლკიპერს დავიდ დე ხეას განიხილავენ.