იტალიური პრესის თანახმად, კატალონიის ბარსელონა ინტერესდება მილანის ინტერის ვეტერანი ნახევარმცველით პატრიკ ვიეირათი. ზამთარში "ასულგრანას" დატოვებენ იაია ტურე და სეიდუ კეიტა, რომლებიც აფრიკის ერთა თასზე გაემგზავრებიან. ხოსეპ გვარდიოლას კი მათი შეცვლა ვიეირათი სურს. იმის გათვალისწინებით, რომ ფრანგი ინტერის ძირითადში იშვიათად გამოდის, ტრანფერის ალბათობა ძალზედ მაღალია.
|