”ინტერის” ახალგაზრდა ნახევარმცველი დარწმუნებულია, რომ ”ინტერი” ”ნაპოლისთან” მატჩს მოიგებს და ამით კაპიტანს გაახარებს რომელიც ტრავმირებულია და გუნდს დიდხანს ვერ დაეხმარება:
3-4 თვის განმავლობაში ჩემი ცხოვრება შეიცვალა და ეს სტრამაჩიონის დამსახურებაა.. სტრამაჩიონი მენდო, როდესაც დიდ გუნდში გადმომიყვანა და მე ეს არასოდეს დამავიწყდება, ყოველთვის ვიქნები მისი მადლიერი.
რთულია სან-სიროზე თამაში?
არა პირიქით. ჩვენ ძალიან დიდი გულშემატკივარი გვყავს ისინი ყოველთვის მხარში გვიდგანან, სამწუხაროდ ახლა ცუდი დრო გვაქვს.
თქვენი როლი მოედანზე?
მე მომწონს დაცვის წინ თამაში, მწვრთნელი ზოგჯერ მათამაშებს ცენტრში. მე ბედნიერი ვარ, რომ ვარ ”ინტერის” ნაწილი ახალ პროექტში, რომელიც ახალგაზრდებს ეხება. ეს მე ძალიან მახარებს და ამაყი ვარ.
თუკი სტრამაჩიონი დარჩება ”ინტერის” მწვრთნელის პოსტზე ეს იმოქმედებს ბენასზე?
დიახ რათქმა უნდა.. მას დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ჩემზე, რადგან უკვე დიდი ხანია მე მასთან ერთად ვმუშაობ (ინტერპრიმავერადან) ანდრეა ყოველთვის მეხმარებოდა და ახლაც მეხმარება მე მისი მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება.
რას იტყვით ზანეტის ტრავმაზე?
მე ძალიან ვწუხვარ მის გამო. ის არის დიდი პიროვნება, მისი არ ყოფნა გუნდს ძალიან შეეტყობა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ მოვიგოთ მისთვის.
ამდენი ტრავმა საქმე რთულადაა?
სამწუხხაროდ ტრავმებმა ძალიან დაასუსტა გუნდი, მაგრამ ჩვენი ძალა გუნდურობაშია და ყოველთვის ბოლომდე იხარჯება თითოეული მათგანი.
და რას იტყვით ნაპოლისთან მატჩზე?
მე არ ვიცი თუ მომეცემა თამაშის საშუალება, მაგრამ ერთი ვიცი თუ ვითამაშებ დავიხარჯები 100%-ით, ვიცით რომ ახლა ”ნაპოლი” კარგ ფორმაშია და ფავორიტი სწორედ ისინი იქნებიან , მაგრამ ”ინტერი” მაინც ”ინტერია” და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ..
ევროპის ლიგაზე გასვლა რეალურია?
მე ვფიქრობ დიახ..