"ინტერის" ახლგაზრდა იტალიელმა ნახევარმცველმა მარკო ბენასმა ისაუბრა ანტონიო კასანოსა და ანდრეა სტრამაჩიონის კამათზე:
კასანo-სტრამაჩიონი? მათ იკამათეს, მაგრამ სერიოზული არაფერია, ასეთი რამ ნებისმიერ კლუბში ხდება, ეს გავლენას არ მოახდენს არც გუნდის ერთიანობაზე და არც კასანოს ”ინტერთან” დამოკიდებულებაზე. დღეს ჩვენ კვლავ ერთად ვივარჯიშეთ, სერიოზული რამ რო ყოფილიყო სტრამაჩიონი კასანოს ვარჯიშზე არ დაუშვებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, გუნდში შესანიშნავი განწყობაა კმაყოფილი ვართ ”კატანიასთან” გამარჯვებით და ახლა შემდეგ მატჩზე ვფიქრობთ.