როგორც იცით ინტერი მოლაპარაკებებს აწარმოებს რაფა ბენიტესთან რომელმაც ესესაა დატოვა ლივერპული, ინტერის პირველი შეთავაზება 6 მილიონი ევრო იყო მაგრამ რაფაელ ბენიტესმა 10 მილიონი ევრო მოთხოვა ინტერს ერთი სეზონისათვის.
როგორც დილიდან გავრცელდა ინფორმაცია ინტერის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა რომ გუნდის მთავარი მიზანი არის ბენიტესი რომელიც მას ჟოზე მაურინიოს ღირსეულ შემცვლელად მიიჩნევს. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია ბენიტესთან, როგორც Datasport-ი იუწყება ბენირესი ეძებს გუნდს რომელთანაც გააფორმებს 3 წლიან კონტრაქტს და თითო სეზონში 10 მილიონ ევროს მიიღებს. იგივე წყაროს თქმით ინტერმა ბენიტესს 6 მილიონი ევრო შესთავაზა ხოლო ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სავარაუდოდ ინტერი გაზრდის თავის შეთავაზებას 7.5 მილიონამდე ან 8 მილიონამდე ერთ სეზონში. იტალიური პრესის თქმით თუ ყველაფერი ნორმის ფარგლებში გაგრძელდა ბენიტესი ინტერს ორშაბათს საღამოს ან უგვიანეს სამშაბათ დილას ჩაიბარებს ოფიციალურად. ამჟამად ბენიტესი იტალიაში იმყოფება ოჯახთან ერთად დასასვენებლად სარდანიაში.