შაბათი, 18.05.2024, 21:06
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2010 » აგვისტო » 4 » ბენიტესი ინტერით აღფრთოვანებულია
01:53
ბენიტესი ინტერით აღფრთოვანებულია
 
 

ინტერმა ამხანაგურ პაექრობაში მანჩესტერ სიტი 3:0-ზე გაანადგურა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. ნერაძური მთელი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდა და ცოტა უფრო მეტად რომ გამართლებოდათ დამაგვირგვინებელ ფაზაში, ორჯერ უფრო დიდი ანგარიშით შეეძლოთ გამარჯვება.
იტალიელი ჟურნალისტები აღფრთოვანებულები არიან და წერენ, რომ თუ ინტერმა ასე გააგრძელა, გუნდი კვლავ უკონკურენციო იქნება აპენინებზე. ძალიან კარგად წარმოჩინდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები, მათ შორის ვიქტორ ობინა და გუნდის ახალწვეული კრისტიან ბირაგი, პირველმა დუბლი მიითვალა აქტივში, მეორემ კი ულამაზესი გოლით დაამახსოვრა გულშემატკივრებს თავი. რაფა ბენიტესი ძალზე კმაყოფილი დარჩა შეგირდთა თამაშით, რაც მისი კომენტარიდანაც ჩანს:
მთელმა გუნდმა შესანიშნავად იასპარეზა და სიმართლე გითხრათ, ძალიან კმაყოფილი ვარ. საერთოდ, ყველაფერს კრიტიკული თვალით ვუყურებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, სათქმელი ბევრი არაფერია - გუნდმა ბრწყინვალედ ითამაშა. გოლის ავტორები მინდა გამოვყო და შევაქო: ობინამ ძალიან ბევრი ირბინა და ორი გოლი სრულიად დამსახურებულად გაიტანა. ბირაგი მემარცხენეა, მაგრამ როგორც გამოჩნდა მარჯვენა ფეხითაც შესანიშნავად ურტყამს, რამაც ძალინ გამახარა. მომეწონა გულშემატკივართა მხარდაჭერა და იმედია, მთელი სეზონი ასევე გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მხოლოდ ამხანაგური შეხვედრა იყო, მიღწეული გამარჯვებით უაღრსესად კმაყოფილი ვარ.
ნანახია: 656 | დაამატა: inter | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  აგვისტო 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter