ორივე გუნდი ტურნირს სრული სერიოზულობით ეკიდება და შიდა ჩემპიონატებში დაძაბული ვითარების მიუხედავად, ანდრეა სტრამაჩიონი და ანდრე ვილაშ ბოაშიც დღეს მოსაგებად გაიყვანენ თავიანთ თერთმეტეულებს.
მატჩი ლონდონში იმართება ასე რომ ფავორიტად ტოტენჰემი ითვლება, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან მეტოქეს ძალიან უფრთხის:
"ევროპის ლიგა პრიორიტეტულია როგორც ჩვენთვის, ისე მათთვისაც. ისინი ანახლებენ შემადგენლობას, ფულს ახალგაზრდა ფეხბურთელებში ხარჯავენ, რაც ძალიან დიდი პლიუსია, თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ინტერი 3 ტურნირზე გამოდის, ეს კი ძალიან მომქანცველია."
"შესაძლებელია, რომ ტურნირის უძლიერეს გუნდს ვუპირისპირდებით. ინტერს ევროთასებზე ასპარეზობის უდიდესი გამოცდილება აქვს, ეს კი მათი მთავარი კოზირია. ვეცდებით, ისე ვითამაშოთ, რომ მილანში უპირატესობით ჩასვლა მოგვიწიოს." –დაასრულა ბოაშმა.