დღეს იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია რომ მასიმო მორატი ინტერის სპორტულ დირექტორს ბარკო ბრანკას გაათავისუფლებს ხოლო მის ადგილს ინტერის ყოფილი მწვრთნელი ლეონარდო დაიკავებს რომელიც პსჟ-ს სპორტული დირექტორია. თავად ლეონარდომ აღნიშნა რომ მას ძალიან ენატრება იტალია და მისთვის რთული იყო ამ ქვეყნის დატოვება.ლეონარდო: ”მე ძალიან მენატრება იტალია, რთულია დატოვო ქვეყანა სადაც 14 წელი იცხოვრე”
დიდი ალბათობით ლეონარდო ახალ სეზონში ბარკო ბრანკას ადგილს დაიკავებს, თავად მასიმო მორატისთან მას შესანისნავი ურთიერთობა აქვს, როგორც იტალიურ პრესაში იუწყებიან მორატი და ლეონარდო მალე შეხვდებიან ერთმანეთს.