როგორც ჩანს, "ნერაძური” სერიოზულად აპირებს კლუბის ამჟამინდელი სპორტული დირექტორის, მარკო ბრანკას სამსახურიდან გათავისუფლებას.
მოსალოდნელია, რომ ბრანკა "ინტერის” ოფისს, მომავალი სეზონიდან დატოვებს. თუმცა, თუ ვინ დაიკავებს მის პოსტს, ჯერ-ჯერობით უცნობია. მანამდე პრესა ვარაუდობდა, რომ მის ადგილზე "კიევოს” ახლანდელი სპორტული დირექტორი, ჯოვანი სარტორი დაინიშნებოდა. ახლა, კი გაზეთი Corriere Fiorentino წერს, რომ ბრანკოს შემცვლელი შესაძლოა პანტალეო კორვინო იყოს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ კორვინო ადრე "ფიორენტინაში” მუშაობდა. ეს კლუბი მან გასული წლის ზაფხულში დატოვა და რამოდენიმე შემოთავაზებაც უარით გაისტუმრა.
დაახვევინეთ ბრანკას, მაგარი არ მევასება ეგ ტიპი ფეხბურთელები კი არა ბალეტმეისტერები მოყავს, კაცი რომ ჯონათანს იყიდის როკის და ამათ "ძმაკაცებს" იმას რა უნდა ინტერში დააბრუნეთ რა ის კაცი ვინც ბრანკას მოსვლამზე იყო და რომელიც ტრანსფერებს აკეთებდა სახელი აღარ მახსოვს