"მადრიდის რეალის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო 90%-ით ამ ზაფხულს მადრიდს დატოვებს. თავად პორტუგალიელმა განაცხადა რომ ის კარიერას ერთ-ერთ ყოფილ კლუბში გააგრძელებს, რადგან მისი ოჯახი დაიღალა ხშირი ცვლილებისგან:
"რაც შეეხება ჩემს მომავალს, ყველამ იცის რომ მე მიყვარს თავგადასავლები, მაგრამ ჩემს ოჯახს ეს არ მოსწონს. ისინი დაიღალნენ მუდმივი ცვლილებით, მათ შეუძლიათ მხოლოდ ნაცნობ ქალაქში დაბრუნდნენ."
მოურინიო კარიერას დიდი ალბათობით ”ინტერში” ან ”ჩელსში” გააგრძელებს, მას ყველაზე მეტად უყვარს ინგლისური და იტალიური ფეხბურთი. პორტუგალიელი ყოფილი კლუბებიდან სწორედ ამ ორ კლუბს გამოარჩევს და იქ გატარებულ პერიოდზე დიდი ემოციებით საუბრობს.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში მოურინიო მხოლოდ ”ინტერზე” საუბრობს და იქ დაბრუნებასაც არ გამორიცხავს.
პორტუგალიელმა ”ინტერის” შესახებ ბოლო ინტერვიუებში რამოდენიმეჯერ ისაუბრა:
”ინტერი”? ესაა ჩემს კარიერაში საუკეთსო პერიოდი, ეს არის ჩემი გამარჯვების კლუბი.
”მილანის” მწვრთნელად მე? ეს რთული იქნება ბევრი მიზეზის გამო, მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი იტალიაში ჩემთვის მხოლოდ ”ინტერია”
მოურინიომ ”ინტერის” შესახებ რამოდენიმე დღის წინ თურქეთში ყოფნის დროსაც ისაუბრა:
”ინტერში დაბრუნება დიდი პატივი იქნება ჩემთვის, მე იტალიაში 2 შესანისნავი წელი გავატარე, ჩემი ”ინტერი” მე არასდროს დამავიწყდება, ფეხბურთში ყველაფერი არაპროგნოზირებადია, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს მე ”ინტერში” დავბრუნდე, მაგრამ თუ დავბრუნდები დიდი სიამოვნებით და დიდი გრძნობებით”
ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოურინო ”ინტერში” დაბრუნებას გეგმავს და მისი ასისტენტი ”ინტერის” ყოფილი ფეხბურთელი მარკო მატერაცი იქნება. პორტუგალიელის დაბრუნებას ”ინტერში” მხოლოდ ფინანსური საკითხი უშლიდა ხელს, მაგრამ ესეც მოგვარებულია, რადგან ”ინტერის” ახალი სპონსორები მზად არიან მოურინიოს იგივე ხელფასი გადაუხადონ რასაც ”მადრიდის რეალის” უხდის( წელწადში 10 მილიონი) და ეს იქნება მათი დიდი ინვესტიცია ”ინტერში.”
ის ფაქტი მოურინიომ აღნიშნა, ერთ-ერთ ყოფილ კლუბში დაბრუნდება კიდევ უფრო რეალურს ხდის პორტუგალიელის დიდი დაბრუნებას ინტერში.. თუ იმასაც გავითვალისწინებთ რომ მოურინიოს უყვარს სირთულეები და თავგადასავალი ეს ნამდვილად ელოდება საყვარელ კლუბში..