თეძოს ტრამვის გამო ინტერის ნახევარმცველი უესლი სნეიდერი არ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში რუბინის წინააღმდეგ.ჰოლანდიელმა ტრამვა სერია ა-ს მეხუთე ტურის მატჩში ნაპოლის (3:1) წინააღმდეგ მიიღო. მილანური კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ გარისკოს და 25 წლის ნახევარმცველს სრული გამოჯანმრთელებისათვის დრო მისცეს. ყაზანური კლუბის წინააღმდეგ დეიან სტანკოვიჩი ითამაშებს. ასევე "რუბინის" წინააღმდეგ ლურჯ-შავებში ვერ ვიხილავთ ტრამვირებულ ტიაგო მოტას და დავიდ სუაზოს.
იტალიური წყაროების ცნობით, სამპდორიასთან (0:1) ჩატარებული წარუმატებელი ექსპერიმენტის შემდეგ, ჟოზე მაურინიო აღარ გარისკავს და რუსული კლუბის შემდეგ სამი თავდამსხმელით აღარ გამოვა. ძირითად შემადგენლობაში კი მარიო ბალოტელი და სამუელ ეტო'ო მოიაზრებიან.
|