მე გადავწყივტე ეს სიახლე მიმეძღვნა ყველა "ინტერის" გულშემატკივრისთვის,შეიძლება ამ სტატიას ბევრი კრიტიკა მოჰყვეს,მაგრამ ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის დაფიქსირების უფლება.მაშასადამე დავიწყოთ.
მშვენიერი დღე გათენდა ფინალამდე ერთი ნაბიჯი "ბარსელონა". სტადიონი ჯუზეპე მეაცა,მშვენიერი ატმოსფერო,გულშემატკივრის შეძახილებით "FORZA INTER",20 აპრილი 2010 წელი,მატჩის რეფერიმ ოლეგარიო მანუელმა სასტვენს ჩაბერა და მატჩი დაიწყო.
19'-ე წუთზე პედრომ ანგარიში გახსნა მაქსველის პასით,ანგარიში 0:1.
ტაიმის მიწურულს 30'-ე წუთზე სნეიდერმა უპასუხა მილიტოს პასით,ანგარიში 1:1.
48'-ე წუთზე მაიკონმა გაიტანა ისევ მილიტოს პასით და "ინტერი" წინ გაიყვანა ,ანგარიში 2:1.
61"-ე წუთზე მილიტომ გაიტანა ბურთი და გაახარა მთელი ინტერისტები,ანგარიში 3:1.
მატჩი 3:1 მოიგო "ინტერმა" და ისტორიაში თავის წვლილი შეიტანა,რადგანაც იმ დროს "ბარსელონა" საოცარ ფორმაში იყო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაფიქსირდა მილიტო,მან 2 საგოლე პასი გააკეთა და 1 გოლი გაიტანა.
არ დაგვავიწყდეს ის ფაქტიც რომ ამ დროს "ინტერს" ჟოზე მაურინიო წვრთნიდა,ხოლო "ბარსელონას" პეპ გუვარდიოლა.ეს მატჩი ჩაითვალა "მოსწავლის და შეგირდის "დაპირისპირებად.
განმეორებითი მატჩი კამპ ნოუზე 1:0 დასრულდა "ბარსელონას" სასარგებლოდ და "ინტერი" ფინალში გავიდა სადაც "ბაიერნს" შეხვდა და 2:0 მოიგო (მილიტოს დუბლით) ასე მოვიგეთ ლიგა.