პარასკევი, 19.04.2024, 18:09
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მარტი » 9 » დღეს ინტერი 105 წლის გახდა!!!
15:17
დღეს ინტერი 105 წლის გახდა!!!


”ინტერნაციონალე” ( შემოკლებული დასახელება ინტერი) იტალიური გრანდის ისტორია 1908 წლის 9 მარტიდან იწყება, როდესაც რამდენიმე ამბოხებული ფეხბურთელი და მწვრთნელი "მილანს"გამოეყო და ცალკე კლუბის დაარსება გადაწყვიტა. ეს ჯგუფი უცხოტომელებისგან, ძირითადად შვეიცარიელებისგან შეგდებოდა. როსონერის ორად გახლეჩვის წინ, ალპიელებს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ გუნდის ხელმძღვანელებთან და მათ შორის ფიზიკური აგრესიაც კი შედგა. 


მხარეებმა გვარიანად მიბეგვეს ერთმანეთი. მიზეზი მარტივი იყო, ვინმე ძმები კამპერიოების ხელში მყოფი "მილანი” ისეთ პოლიტიკას ატარებდა, სადაც უცხოელ ფეხბურთელთა ინტერესი მაქსიმალურად გაუთვალისწინებელი გახლდათ. პროტესტანტთა სათავეში პარამიტიოტი იდგა, რომელმაც კლუბის 45 წევრი აიყოლია და ახალი კლუბის შექმნა გადაწყვიტა, რომელსაც საერთაშორისო სტატუსის ასამაღლებლად "ინტერნაციონალე” ეწოდა. გუნდის ფორმის ფერებიც მალე შეირჩა - შავი ფერი ღამესთან ასოცირდებოდა, ხოლო ლურჯი ცასთან. საწყის თვეებში გუნდს ერთგვარი სახელიც კი შეარქვეს (დ’ორო ინ ლივიდი - "ოქრო ლურჯებში”).ასევე გააჩნია მეტსახელები ბენეამატა (Beneamata, სანატრელი) და Biscione (მილანის ერთ-ერთი სიმბოლოს, მილანის საჰერცოგოს გერბზე გამოსახული დიდი მახრჩობელა გველის დასახელება იტალიურად).

ერთი წლის შემდეგ "ინტერი” უკვე საკმაოდ წარმატებით უწევდა კონკურენციას ადგილობრივ ბობოლა კლუბებს. 1909-10 წლების სეზონში ნერიაძურიმ იტალიის პირველი გუნდის წოდება მოიპოვა. გათამაშების დასრულების შემდეგ, შავ-ლურჯებსა და "პრო ვერჩელის” ერთნაირი რაოდენობის ქულები ჰქონდათ მოგროვებული. წელს მატჩი დამატებით, შეხვედრა 10:3 დასრულდა და "ინტერმა” პირველი ტიტულიც მოიპოვა.

შემდეგი სკუდეტო გუნდმა ზუსტად ათი წლის შემდეგ მოიპოვა. სეზონის ფინალში ბოლონიაში ერთმანეთს "ინტერი” და "ლივორნო” დაუპირისპირდნენ. მატჩი მილანელებმა მოიგეს 3:2. 1926 წელს ნერიაძურის რიგებში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდა არამარტო ამ კლუბის ისტორიაში, არამედ მთელს იტალიურ ფეხბურთში. საუბარია ჯუზეპე მეაცაზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა კალჩოში.



ინტერის ფეხბურთელებიდან გამოსარჩევია ისეთი ლეგენდები, როგორიცაა: ჯუზეპე ბერგომი, ხავიერ ზანეტი, ჯაჩინტო ფაკეტი, სანდრო მაცოლა, ჯუზეპე ბარეზი, მარიო კორსო, ვალტერ ძენგა, ტარცისიო ბურგნიჩი, ალესანდრო ალტობელი, რიკარდო ფერი, ჯუზეპე მეაცა. მათ სხვებზე მეტად უასპარეზიათ ინტერის მაისურით. ასევე სხვა და სხვა დროს ინტერის ღირსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიცაა: ლუის სუარესი, ჟაირ და’კოსტა, რობერტო ბონინსენია, ჰერბერტ პროჰაზკა, ფულვიო კოლოვატი, მარკო ტარდელი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, სალვატორე სკილაჩი, ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე, იურგენ კლინსმანი, დენის ბერგკამპი, იური ჯორკაეფი, რობერტო ბაჯო, რონალდო (ლუის ნაზარიო დე ლიმა), ფრანჩესკო ტოლდო, მარკო მატერაცი, ანრეა პირლო, კრისტიან ვიერი, კლარენს ზეედორფი, ხუან სებასტიან ვერონი, გაბრიელ ბატისტუტა, ფაბიო კანავარო, ლუიშ ფიგუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სამუელ ეტო’ო.



კლუბის პრეზიდენტი და აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელია მასიმო მორატი, რომლის მამის - ანჯელო მორატის სახელს უკავშირდება დიდი ინტერის ოქროს ხანის დიდი წარმატებები. მორატების საფეხბურთო იმპერიის ყოველწლიური შემოსავალი მინიმუმ 250-300 მილიონი ევროა, რაც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მაჩვენებელია მთელს მსოფლიოში.

მთელი ისტორიის მანძილზე შიდა ტურნირებში მიღწეული წარმატებებით  ”ინტერი” იტალიაში მე-2 კლუბია, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებით ევროპაში მე-7 კლუბი. 

ტიტულები:



იტალიის ჩემპიონატი( სკუდეტო)-18

1909–10; 1919–20; 1929–30; 1937–38; 1939–40; 1952–53; 1953–54; 1962–63; 1964–65; 1965–66; 1970–71; 1979–80; 1988–89; 2005–06; 2006–07; 2007-08; 2008–09; 2009–10

იტალიის თასი-7

1938–39; 1977–78; 1981–82; 2004–05; 2005–06; 2009–10; 2010–11

იტალიის სუპერთასი-5

1988–89; 2005–06; 2006–07; 2009-2010

ჩემპიონთა ლიგა-3

1963–64; 1964–65; 2009-10

უეფას თასი-3

1990–91; 1993–94; 1997–98

საკონტინენტთაშორისო თასი-2

1964; 1965

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი-1

2010


დღეს 2013 წლის 9 მარტს ინტერს 105 წელი შეუსრულდა!!! გილოცავთ ინტერისტებო!!!




ნანახია: 656 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 8
1 wesleysneijder  
0
forza inteer!!!! flag3 flag3 flag3

2 Beneamatta  
0
sanatreli var :* gilocavt da warmatebebi gvqonebodes ! forza inter. flag3

3 intereli  
0
გენაცვალე ინტერო მკვდარიც და ცოცხალიც მიყვარხარ... ფორზა ინტერი flag3 flag3 flag3 flag3

4 Giuseppe-Meaca  
0
inter <3 <3<3 flag1 flag1 flag1

5 nerazuri  
0
საღოლ კარგი სტატიააა....ჩვენი დიადი ინტერი 105 წლის გახდაა,გენაცვალეთ ლომებოო..ფორზაა ინტეეერ flag3

6 interista  
0
flag3 flag3 flag3 flag3
forza neradzuriiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii!

7 intera  
0
ვუერთდები მილოცვას, უამრავ ტიტულს და ქომაგების სიმრავლეს ვუსურვებ flag3 flagitaly flag3

8 Giuseppe-Meaca  
0

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter