მილანის "ინტერის” ვეტერანი ფეხბურთელი, ხავიერ ძანეტი აცხადებს, რომ ის ფეხბურთის თამაშს მომდევნო სეზონშიც გააგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი მოთამაშე აგვისტოში 40 წლის ხდება, მაგრამ როგორც ჩანს, ის გაჩერებას არ აპირებს.
"ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებ. "იუვენტუსთან” გამართული მატჩის შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან მეტოქეზე ცუდად არ გვითამაშია. გვინდა, მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშოთ, ამისათვის კი ყველაფერს გავაკეთებთ”, – უთხრა ძანეტიმ Mediaset Premium-ს.