"იუვენტუსი" ისტორიული მატჩის შემდეგ,"ინტერს" დავთრები ისევ აერია და ბერგამოში მარცხის შემდეგ დაყარა. ერთ-ერთ იტალიურ რადიოში სტუმრად "ინტერის" არგენტინელი კაპიტანი ხავიერ ძანეტი მიიწვიეს, რომელმაც "დიდი იტალიურ დერბის" და სერია A-ს უკანასკნელი ტურის შეხვედრაზე საინტერესოდ ისაუბრა.
-ტურინში გამარჯვება იოლი არ იყო. ბევრს ვმუშაობდით საამიოდ, რათა "იუვესთვის" წირვა გამოგვეყვანა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია, რაც განვლილ შეხვედრაშიც დადასტურდა. ფრედი გუარინი მეორე ტაიმში გამოვიდა და მატჩის ბედი მეტწილად მისი ინდივიდუალური ოსტატობის შედეგად გადაწყდა. ვაცნობიერებდით, რომ უმნიშვნელოვანესი პაექრობა მოვიგეთ , მაგრამ ეიფორიიდან გამოსვლა და სხვა მატჩებზე გადართვა მაინც ვერ შევძელით . ახლა "იუვესთან" სხვაობა კვლავაც ოთხი ქულაა, ეს კი მხოლოდ ჩვენი ბრალია.
-ანდრეა სტრამაჩიონი ჟოზე მაურინიოს რითი ჰგავს? -აუცილებელი არ არის ეს ორი სპეციალისტი ერთმანეთს შევადაროთ. ორივეს თავისი გზა აქვს და ვინ აჯობებს, მალე გამოჩნდება. სტრამაჩიონი მთავარ მწვრთნელად "ინტერისთვის" მეტად კრიტიკულ პერიოდში დაინიშნა,მაგრამ საოცრად ჭკვიანური საქციელისა და უდიდესი გულწრფელობის ხარჯზე, მან ჩვენი პატივისცემა მოკლე ხანში დაიმსახურა. კამბიასოს,სამუელს, მილიტოს და მე ანდრეა ჭკუის საკითხავ ფეხბურთელებად მიგვიჩნევს და ტაქტიკის შერჩევისას, ჩვენგან მიცემული რჩევების პრაქტიკაში გატარებას არ ერიდება.
-მოგებათა სერიის შეწყვეტა "იუვეზე" ცუდად ხომ არ იმოქმედებს? -მაგაზდ ამ გუნდის ხელმძღვანელებმა და გულშემატკივრებმა ინერვიულონ. ფაქტია, ამ გამარჯვებით "ინტერმა" უდიდესი ფსიქოლოგიური მუხტი მიიღო. გვეგონა, რომ მაგის შემდეგ ჩვენი შეჩერება კალჩოში ნებიმიერ გუნდს გაუჭრდებოდა, მაგრამ ხომ ნახეთ, "ატალანტასთვისაც" კი იოლად დაძლევადი ბარიერი გავხდით.
-კასანოს თამაშს როგორ შეაფასებდით? -ანტონიო ჩინებულ ხასიათზეა და და მატჩიდან მატჩამდე თამაშის ხარისხ სულ უფრო აუმჯობესებს. არ ვიცი, შეძლებდა გოლის გატანას "იუვენტუსთან" სტრამას რომ არ შეეცვალა, მაგრამ ფაქტია შეცვლა მას წყენად არ მიუღია და მსაჯის საფინალო სასთვენის შემდეგ ეს დიდი გამარჯვება მთავარ მწვრთნელთან ერთად აღნიშნა.
-სტრამას თქვენი უმცროს ძმად მიიჩნევ? -ძმობის რა გითხრათ, მაგრამ ანდრეას თუ რამეში ჩემი დახმარება ენდომება, მუდამ დავეხმარები. იგი "ინტერში" ნოვაციური ტაქტიკური იდეებით მოვიდა, რაც ჯერჯერობით ასი პროცენტით ამარტლებს და კარგი იქნება, თუ სტრამაჩიონიონის ჩემს საყვარელ გუნდში მუშაობის საშუალება კიდევ დიდ ხნის განმავლობაში ექნება.
- "ინტერის" და"იუვენტუს" საჩემპიონო ბრძოლაში ჩემპიონატის მიმდინარეობასისას რომელიმე გუნდი ჩაერევა? -არა მგონია. "ნაპოლიზე" მოდიოდა სერიოზული საუბრები, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ვალტერ მაცარის გუნდმა თამაშს უკლო და თუ სტაბილურობა არ შეიძინა, სკუდეტოც გვერძე დარჩება და ჩემპიონთა ლიგის საგზურიც.
|