მილანის "ინტერის” ერთ-ერთი ლიდერი, სამუელ ეტოო დარწმუნებული არაა, რომ იგი მომდევნო სეზონშიც "ნერაძურის” შემადგენლობაში ითამაშებს. 30 წლის კამერუნელი თავდამსხმელის განცხადებით, მას რამდენიმე კარგი გუნდისგან აქვს შეთავაზება და იგი მათ განუხილველად დატოვებას არ აპირებს. "სიმართლეს შეესაბამება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რამდენიმე შემოთავაზება მაქვს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დიდი დროა და გადაწყვეტილების მიღება არ მეჩქარება. უკვე 30 წლის ვარ და დადგა დრო, გავაფორმო კარიერის ბოლო მნიშვნელოვანი კონტრაქტი. თუ "ინტერს” დავტოვებ, ეს ფინანსური დაინტერესებით არ იქნება გამოწვეული. ჩემთვის მთავარია, ვთამაშობდე ისეთ გუნდში, სადაც საყვარელი საქმის კეთებისგან სიამოვნებას მივიღებ” – ციტირებს ეტოოს სიტყვებს Football Italia. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კამერუნელი ფეხბურთელის შეძენით "მანჩესტერ იუნაიტედი” და "ჩელსი” არიან დაინტერესებულნი. ეტოოს "ინტერთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს და სავარაუდოდ, მილანელები მას იოლად არ დათმობენ.
არსენალი ეტოოთი დაინტერესდა
ლონდონის არსენალი მილანის ინტერის ფორვარდით სამუელ ეტოოთი დაინტერესდა, იუწყება La Gazzetta Dello Sport. 30 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 40 მილიონი ევროა, მას ინტერთან კონტრაქტი 2014 წლამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, თავად ფეხბურთელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ წინააღმდეგი არაა პრემიერ ლიგაში გადაბარგების. გასულ სეზონში ეტოომ ინტერის მაისურით 53 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 37 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა გააკეთა. კამერუნელი ფეხბურთელით ასევე დაინტერესებულნი არიან მანჩესტერ იუნაიტედი, ჩელსი და პსჟ
|