ისე ეტყობა, "ინტერის" ლეგენდარულმა კაპიტანმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა და კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.
39 წლის ლეგენდარულ არგენტინელ მცველს ხელშეკრულების ვადა ამ ზაფხულს ეწურება ნერიაძურისთან დ კაპიტნის სურვილი თუ იქნება, რომ გაუგრძელებენ, ამას რა ფიცი-მტკიცი სჭირდება.
ახლა კი მოვუსმინოთ ლეგენდა, თუ რას ამბობს ამ ყველაფერზე.
"ხელშეკრულების გაგრძელებაზე საუბარი ჯერ ადრეა. ამას მოგვიანებით გადავწყვიტავთ, მე, პრეზიდენტი და მწვრთნელი".
"ჩვენი მიზანი წელს არის, "ინტერი" დაუბრუნდეს თავის კუთვნილ ადგილს და გულშემატკივრები გაახაროს".
"ჩვენ ახალი გუნდი ვართ და დრო გვჭირდება ისევ ძველებური და მრისხანე "ინტერი", რომ გავხდეთ". -განუცხადა Sky Italia-ს
|