უახლოეს მომავალში ცნობილი უნდა გახდეს ინტერის ახალი მწვრთნელის ვინაობა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლეონარდომ გადაწყვიტა კლუბის დატოვება და გადაბარგდა პსჟ-ში ერთ-ერთ ადმინისტრაციულ პოსტზე.
მედიაში იწერებოდა რომ მასიმო მორატი კლუბში სინიშა მიჰაილოვიჩს, ფაბიო კაპელოს, ანდრე ვილაშ-ბოაშს ან ჯანფრანკო ძოლას მოიყვანდა. მაგრამ როგორც ჩანს ზოგიერთი ინფორმაცია მხოლოდ ჭორი იყო, ან მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ახლა როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, ინტერის თავკაცობის მთავარ პრეტენდენტად ჯან პიერო გასპარინია, რომლის უკანასკნელი სამუშაო ჯენოაში იყო. ის უკვე შეხვდა მორატის და ბრანკოს და განიხილეს თანამშრომლობის ვარიანტები.
"მე ჯერჯერობით არ მიმიღია გადაწყვეტილება გასპარინიზე. მაგრამ თქვენ არ იტყუებით როდესაც ამბობთ, რომ მე დაინტერესებული ვარ მისით, ის ხომ პროფესიონალია.” – აცხადებს მორატი.
|