ინგლისური The Mirror-ის თანახმად მილანის ინტერი შეეცდება ლივერპულელი ხავიერ მასკერანოს გადმოსაბირებლად მერსისაიდელებს ესტებან კამბიასო + თანხა შესთავაზოს. რაფაელ ბენიტესს დიდი სურვილი აქვს მასკერანო ახალი გუნდის როგებშიც იხილოს. იტალიური კლუბის წარმომადგენლებს კი ხავიერში მოთხოვნილი თანხა ეძვირებათ და გადაწყვიტეს სავარაუდო ტრანსფერში მისი თანამემამულე კამბიასო ჩართონ. ორი არგენტინელი მოედანზე ერთსა და იმავე ფუნქციას ასრულებენ და ბარტერული ვარიანტი სრულიად ლოგიკურად გამოიყურება. ლივერპულმა აქტიურ მოლაპარაკებაზე მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე უარი განაცხადა. მოგეხსენებათ, მასკერანოს გადაბირებაზე აქტიურად მუშაობს ბარსელონაც. როგორც ცნობილი ხდება მასკერანოს თანამემამულე ლიონელ მესისთან თამაშის დიდი სურვილი გააჩნია, რამაც დიდი შანსია მის ბარსელონაში გადაბარგებას შეუწყოს ხელი.
|