”ინტერის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ფრედი გუარინმა ისაუბრა ”ინტერის” ახლანდელ მდგომარეობასა და მომავალ მატჩზე ”ჯენოასთან”:
”ლაცისთან” მატჩზე თქვენ დაინახეთ, რომ გუნდმა გააკეთა ყველაფერი, ჩვენ არ ვიმსახურებდით წაგებას, იმიტომ რომ კარგად ვითამაშეთ, სამწუხაროდ ფეხბურთში გამართლებაც დიდ როლს თამაშობს რაც, არა მხოლოდ ”ლაციოსთან” არამედ მთელი სეზონის განმავლობაში არ ქონია ”ინტერს”. ჩვენ რაც გვჭირდება გულშემატკივრის ნდობა და მხარდაჭერაა, ჩვენ კი გპირდებით, რომ მალე ”ინტერის” დროც მოვა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.
”ჯენოა”? ჩვენ მოგვიწევს თამაში რამოდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელთან ერთად, ეს მატჩი იქნება მნიშვნელოვანი მათთვის, ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ, რადგან პატივი ვცეთ იმ მაისურს რომელიც გავაცვია.