შეგახსნებთ რომ გუშინ გაიმართა სერია-ა-ს შეხვედრა სადაც ”ინტერმა” გასვლით მატჩი ჩაატარა ”კატანიასთან” და 2-3 იმარჯვა, სამწუხაროდ გუშინდელ თამაშში ”ინტერის” კოლუმბიელმა ნახევარმცველმა ფრედი გუარინმა ტერფის ტრამვა მიიღო და ექიმების თქმით მისი თამაში ”ტოტენჰემთან” საეჭვოა, თუმცა ჯერ კიდევ არის შანსი, რომ გუარინმა ხუთშაბათს თამაში შეძლოს. თავად ფეხბურთელის თქმით ტრამვა სერიოზული არაა.