"შალკეს” ახალგაზრდა ნახევარმცველმა ლუის ჰოლტბიმ დაადასტურა, რომ იანვრის სატრანსფერო პერიოდში, დიდი ალბათობით, გერმანიას დატოვებს. BBC-ის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელის მიმართ, რომლის მოქმედი კონტრაქტი მომავალ ზაფხულს იწურება, დაინტერესებას რამდენიმე კლუბი იჩენს მატ შორისაა ”მილანის ინტერიც””გადაწყვეტილებას გულის კარნახით მივიღებ. "შალკეს” ხელმძღვანელობასთან რაღაც თამაშების წამოწყებას არ ვაპირებ. წასვლის კარგი შანსი მაქვს რამდენიმე კარგი წინადადება მივიღე და გადაწყვეტილებასაც აუცილებლად მივიღებ”, - თქვა ჰოლტბიმ, რომელიც "შალკეში” 2009 წლიდან ირიცხება და გერმანიის ახალგაზრდული ნაკრებების გარდა, ეროვნულ გუნდში ორი თამაშიც ჩაატარა.
|