კატალონიის ბარსელონამ შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტრანსფერზე დაყენების გადაწყვეტილება მიიღო, ეს ცნობა დღეს საკმაოდ ავტორიტეტულმა Sport.es–მა გაავრცელა. იმავე წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელის სავარაუდო ღირებულება 51 მლნ ევრო იქნება და კატალონიელები მის გაყიდვას მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებისთანავე შეეცდებიან, რათა გუნდს ახალი სეზონისთვის სრულად ჩამოყალიბებული შემადგენლობით მზადების შესაძლებლობა მიეცეს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბარსას მესვეურების ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებულა. თუმცა საეჭვოა, თუნდაც დავიდ ვილიას გადაბირების შემდეგ კატალონიელები მხოლოდ ერთი წლის წინ ნაყიდ სუპერფორვარდს შეელიონ.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი ნოუ კამპზე 45 მლნ ევროდ ( + სამუელ ეტო )
მილანის ინტერიდან გადავიდა და გასულ სეზონში "ბლაუგრანას" მაისურით 16 გოლი გაიტანა. ინტერამდე ის მალმიოს, აიაქსის და ტურინის იუვენტუსის ღირსებას იცავდა.
ibra magaria, intershi dzaan magrat yomarobda da magrat daexmara orjer scudettos mogebashi, mara exla ara mgonia rom daabrunon, arascori ikneba...orjer erti da igive mdinareshi ar shedian ibraaaaaaaaaaaaa...mara magaria ra
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]