მთავარი » 2013»მარტი»4 » IFFHS–ის რეიტინგით, "ინტერი" მე-9 ადგილს დასჯერდა
19:43
IFFHS–ის რეიტინგით, "ინტერი" მე-9 ადგილს დასჯერდა
4 მარტს ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ახალი საკლუბო რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც საკმაოდ დიდი ცვლილებებია. უპირველესად ვიტყვით, რომ მსოფლიოს ტოპ-400 კლუბს შორის მხოლოდ სამი ქართულია (როგორც წინა რეიტინგში): გორის "დილა" 100 ქულით 150-ე პოზიციაზეა (წინა პოზიცია – 139), რუსთავის "მეტალურგი" 68 ქულით 353-ე ადგილზეა (328), ხოლო საქართველოს ჩემპიონი "ზესტაფონი" 60 ქულით 426-ეა (386). როგორც ხედავთ, სამივე ქართულმა გუნდმა რეიტინგში უკან დაიხია.
მსოფლიოს საუკეთესო კლუბი, ფედერაციის ვერსიით, 307 ქულით ლონდონის "ჩელსია", რომელიც აქამდე მე-3 ადგილზე იყო. მადრიდის "ატლეტიკომ" 304 ქულით შეინარჩუნა მეორე ადგილი, მიუნხენის "ბაიერნი" 292 ქულით მე-3 ადგილზეა (მე-5 იყო). სხვები: 4. კორინთიანსი (ბრაზილია) – 287 ქულა; 5. ბარსელონა (ესპანეთი) – 283; 6. ბოკა ხუნიორსი (არგენტინა) – 281; 7. რეალი (ესპანეთი) – 277; 8. იუვენტუსი (იტალია) – 241; 9. ინტერი (იტალია) – 234; 10. სან პაულო (ბრაზილია) – 230.