ოთხშაბათი, 17.04.2024, 02:50
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მაისი » 17 » იკარდი: ზანეტი ჩემი კერპია!!
12:15
იკარდი: ზანეტი ჩემი კერპია!!



”სამპდორიას” თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ რომელიც ამ ზაფხულს ”ინტერის” რიგებში ჩაირიცხება ისაუბრა ”ინტერის” კაპიტნის ხავიერ ზანეტის შესახებ:


თქვენი კარიერა დაიწყო ”ბარსელონაში”?

დიახ.. მე იქ ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე და შემდეგ გადმოვბარგდი იტალიაში, იტალიური ფეხბურთი ბევრად რთულია, აქ უნდა იყო ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ითამაშა უშეცდომოდ.

თქვენ იყავით იმ ფეხბურთელების თანაგუნდელები რომლის სახელებსაც ბაზარზე ხშირად ვისმენთ..

დიახ მონტოია და ბარტრა ჩემი თანაგუნდელები იყვნენ ”ბარსელონაში” და კიდევ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი.

”იუვენტუსთან” თამაშმა შეცვალა თქვენი ცხოვრება?

მეტნაკლებად, მაგრამ არ ვუარყობ რომ ”იუვენტუსთან” თამაშის შემდეგ ჩემი კარიერა უკეთესი გახდა.

ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში?

დერბი ჯენოასთან, ეს ნამდვილად გენიალური თამაში იყო.

სამპდორიას აქვს შანსი იტალიის ჩემპიონებს მოუგოს მეორედაც?

დიახ ეს ძალიან საამაყო იქნება, როდესაც ჩვენ დავამარხებთ იტალიის ჩემპიონს ორჯელ ყველანაირად ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოდ.

როგორი მოგონებები გაკავშირებთ ესპანეთთან?

ძალიან ლამაზი.. ბარსელონა ძალიან მომწონს უფრო მეტად ვიდრე მადრიდი, იმიტომ რომ მე მიყვარს ქალაქი ზღვაში.

ცუდი ამბავი თქვენთვის მილანს არ გააჩნია ზღვა..

(იცინის)..არაუშავს მილანი არის ძალიან ლამაზი და ისტორიული ქალაქი, რომელიც  ძალიან მიყვარს.

და ახლა უახლოვდებით ინტერს..

დიახ არსებობს დაპირება, რომ მე მივდივარ ”ინტერში”.. როდესაც გავიგე ”ინტერის” ინტერესის შესახებ ძალიან გამიხარდა.

და კიდევ ერთი ცუდი ამბავი, ავტოსადგომი თქვენი დიდი ყვითელი ჰამერისთვის მილანში რთული მოსაპოვებელია.. 

(იცინის).. არაუშავს გამოვიყენებ ფასიან ავტოსადგომს სადაც საკმაოდ დიდი სივრცეა, მე ვიცი რომ ჩემი მანქანა დიდია, მაგრამ როდესაც ვიყავი 15 წლის ყოველთვის ვოცნებობდი მასზე, როგორც კი გავხდი 18 წლის მე ის მაშინვე შევიძინე, იმიტომ რომ გამიჩნდა ამის შესაძლებლობა.

როგორი გუნდია ინტერი?

ძალიან დიდი გუნდი. მასში თამაშობს ბევრი ჩემპიონი არგენტინელი, შეუძლებელია ასეთ კლუბში არ იყო ბედნიერი.

იცნობთ სტრამაჩიონის?

მე მას პირველად შევხვდი ”სამპდორია”-”ინტერის” მატჩზე..ასე რომ არც ისე კარგად ვიცნობ.

რას იტვით ზანეტიზე?

ზანეტი? ის ჩემთვის მითია. როდესაც ვიყავი ბავში ჩემს ოთახში ბევრ რამეს ნახავდით რაზეც ზანეტის სახელი ან სურათი იყო, კედლები სავსე მქონდა მისი პლაკატებით, ჩემს ოთახში იყო მხოლოდ ხავიერი. მე ასევე მქონდა ზანეტის ტატუ(იცინის)ის დიდი ჩემპიონია, ძალიან ვწუხვარ მისი დაზიანების გამო დიდი იმედი მაქვს მალე დაბრუნდება.

მილიტო?

მას აქვს ძალიან დიდი კარიერა. როდესაც მილიტოს მადარებენ ძალიან მახარებს და ამას უდიდეს კომპლიმენტად ვთვლი, მაგრამ მის დონემდე ბევრი მაკლია და ბევრი რამ უნდა გავაუმჯობესო.

კიდევ ერთი თქვენი კერპი ბატისტუტა მანაც ითამაშა ინტერში..

ესაა ფეხბურთელი რომელსაც აქვს საოცარი ძალა და სიჩქარე, ის თამაშობდა კარგად ყველა ასპექტში: თავით, ფეხით ჯარიმების შესრულებით. ბატისტუტას თამაში ბევრჯელ მინახავს საოცარი ფეხბურთელი იყო.

და სან-სირო?

ესაა ლამაზი სტადიონი, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩემს მეხსიერებაში. როდესაც ვითამაშეთ გასვლაზე ”მილანთან” საოცარი გარემო იყო, ასევე ვიყავი თამაშზე როდესაც ვითამაშეთ ”ინტერთან” მაგრამ მე თამაშის საშუალება არ მომეცა.

თქვენი ფასია 13 მილიონი რომელიც ”ინტერმა” გადაიხადა მოახდენს გავლენას ეს შენზე?

ასეთი რაღაცეები ჩემზე არ მოქმედებს, მე მხოლოდ ვფიქრობ მატჩზე და იმ ჩემპიონატზე სადაც ვთამაშობ.

რატომ უთხარით უარი პრანდელის იტალიაში თამაშზე?

იმიტომ, რომ მე ვგრძნობ 100% ვეკუთვნი ჩემს  ქვეყანას არგენტინას და მინდა ვითამაშო იქ, მიუხედავად იმისა რომ მე მაქვს იტალიური პასპორტი.

”ინტერში” თამაში დაგეხმარებათ მოხვდეთ ნაკრებში?

დიახ, მაგრამ ბევრია დამოკიდებული იმაზე როგორ ვითამაშებ და რამდენ გოლს გავიტან.

იტალიაში გექნებოდათ უფრო დიდი შანსი?

არ ვიცი იტალიასაც ყავს ბევრი ნიჭიერი თავდამსხმელი მაგალითან მარიო ბალოტელი და კიდევ ბევრი სხვა.

რომელი იტალიელი ფეხბურთელი მოგწონთ ყველაზე მეტად?

პირლო.. ესა საოცარი ფეხბურთელი, რომელსაც მხოლოდ ხავის შევადარებ მეტს არავის.

რას იტყვით მარადონაზე?

დიეგო არის ღმერთი ყველა არგენტინელისთვის.

და ოცნება იკარდის?

ყოველთვის ვითამაშო საუკეთესოდ, ცხოვრებაში მქონდეს მშვიდობა და ბევრი გამარჯვება, იმედი მაქვს მალე ამიხდება.




ნანახია: 711 | დაამატა: wesleysneijder | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 7
1 wesleysneijder  
0
მთავრდება სეზონი და აჭიკჭიკდა ინტერზე მანამდე რო ეკითხებოდნენ მარტო სამპდორიაზე ვფიქრობო:D:D ვაიმე ჯენოასთან დერბი დაუვიწყარი იყოვოო აჰაჰა ეს რო მილანთან დერბს ითამაშებს მემგონი გული წაუვაა.. რავი ბიჭებო მე დიდი იმედი მაქვს ამ ბავშვის ასე მგონია მილიტოს შეგვიცვლის და მისი კარგი მემკვიდრე იქნება იმედია არ ჩამიჯვავს იმედებში:D:DD::D flag3 flag3 flag3 flag3

2 mito  
0
mikdi icard miaweqi sheni imedi gvaqvs

3 intereli  
0
ბიჭო იმედები არ გაგვიცრუო და იყავი ჩვენი იმედი

4 Anryto  
0
bbatistutas uyure mauro , egeti mozraobebi daamugame da gavartyi yvelas , cavanis kerpic bati iyo da magrad bazavs batigols .. midi bijo didi imiedi maq am bichis ra tamashebsac vuyure mshvenieri bichia 9 nomris tvisebebit , ogond ar gapijondes da magari fexburteli dadgeba

5 nerazuri  
0
vnaxot aba ra bichia..

6 interista5099  
0
amisi didi imedi maqvs ragac vieris vadareb ra interis stilia

7 mito  
0
batis adriano joba adriano vafshe gijio iyo prosta auria 3 tve da eg iyo tore adriano mgelia dgesac mevaseba marto imat girsmteli valensia cema magari kacia im dges m,agrad atria valensielebi da bevr gundebs atrevda gaxsovt alvbad bichebo ogond adrianos da zanettis etamasha da meti araferi mindoda

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მაისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter