ოთხშაბათი, 16.10.2024, 02:09
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2013 » მარტი » 16 » იმ შემთხვევაში თუ სანჩესი "ინტერში" გადმოვა..
23:49
იმ შემთხვევაში თუ სანჩესი "ინტერში" გადმოვა..


'უდინეზეს"  ყოფილი ფეხბურთელი შესაძლოა "ნერაძურის" შეუერთდეს. ეს ყველაფერი კი ივნისში მოხდება. "ინტერი" მის გარდა სხვა კატალონიელი ფეხბურთელებითაც ინტერესდება, მაგ:მონტოია და სონგი. ჩილელი 2011 წელს ახლოს იყო "ინტერში" გადმოსვლასთან, თუმცა მაშინ ეს ტრანსფერი ვერ შედგა, ახლა კი თავად სანჩესია თანახმა მილანურ კლუბში ხელფასის შემცირებითაც კი გადმოვიდეს. 

"ინტერი" დღეს მთლიანად კონცენტრირებულია, როგორმე გუნდი სამეულში, შესაბამისად კი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვდეს. პრეზიდენტმა, მორატიმ უკვე დაიწყო ფიქრი გუნდის გაძლიერებაზე და არა მარტო ფიქრი, გუნდმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება რამოდენიმე ფეხბურთელთან: ანდრეოლი, კამპანიარო, ლახალტი, იკარდი და სულ რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არგენტინელი ნახევარმცველი რუბენ ბოტა გუნდს უფასოდ შეუერთდება (ე.წ თავისუფალი აგენტის სტატუსით). 

ახლა კი მორატი ეძებს შემტევ ფეხბურთელს და შეტევის გასაძლიერებად მოაზრებს ალექსის სანჩესის დამატებას. სანჩესს ბარსელონაში სულ უფრო და უფრო ცოტა დრო ეძლევა თავისი შესაძლებლობების გამოსაყენებლად და ორი აზრი არ არსებობს, რომ ჩილელი ფეხბურთელი "უდინეზეში" უფრო პროდუქტიული იყო ვიდრე კატალონიაში. მის ბიოგრაფიას რომ გადავხედოთ ის "უდინეზეში" 3 მილიონად გადავიდა, ხოლო ამის შემდეგ უდინური კლუბის გმირად იქცა და შესაბამისად მისი სატრანსფერო ფასიც სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, 2011 წელს კატალონიელებმა 37 მილიონი ევრო გადაიხადა მის შესაძენად. ხელფასის სახით კი 4 მილიონ ევროს იღებდა ყოველწლიურად. ბოლო დროს მისი მისამართით უკმაყოფილება იზრდება და არც თავად ფეხბურთელია თავისი თამაშით კმაყოფილი. მისი პირველი სეზონი "ბარსელონაში" 25 მატჩით და 12 გოლით დასრულდა. მას შემდეგ რაც ტიტო ვილანოვა გახდა მისი მწვრთნელი მას მხოლოდ 10 მატჩი მიეცა მონაწილეობის მიღება და 2 ჯერ გოლის გატანა. იტალიელები მოხარულები არიან რომ ჩილელი ფეხბურთელი თანახმაა ხელფასის შესამცირებლად. ანდრეა სტრამაჩონის სურს რომ გუნდი ათამაშოს 4-2-3-1  ტაქტიქით. ამ წყობისთვის იდეალური იყო ლავეცის და ლუკასის შეძენაც თუმცა ინტერმა ორივე დათმო, ახლა კი სანჩესის ხელიდან გაშვებას არ აპირებს და სქემისთვის იდეალურად მოიაზრება. თუმცა საგულისხმოა ისიც, რომ თუ ინტერი მის დამატებას კვლავ ვერ შეძლებს არსებობს სხვა ალტერნატივებიც იგივ ლენონის დამატება "ტოტენჰემიდან" და დი მარიას "რეალიდან". როგორც სტატიის 

დასაწყისში ავღნიშნე მილანელები ბარსელონას სხვა ფეხბურთელებითაც ინტერესდებიან. მონტოია-ფეხბურთელი რომელიც მოიაზრება მარჯვენა ფლანგის გასაძლიერებლად, სებასტიან იანგის ალტერნატივად (რომლითაც ინტერი ინტერესდება). 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი "ნერაძურისთვის" არის ის რომ მოახერხებენ კი ისინი სამეულში შესვლას ?







ნანახია: 768 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
1 Giuseppe-Meaca  
0
ყველაზე მნიშვნელოვანი კი "ნერაძურისთვის" არის ის რომ მოახერხებენ კი ისინი სამეულში შესვლას. flag1

2 nerazuri  
0
ai Tu moaxerxes ai mere moiyvanen sanches...ligaze gasvlit gadawydeba xmauriani transferis gaketebac..

3 gio  
0
au neta gadmovides to

4 Baggio10  
0
stramas xelshi meechveba ro sameulshi shevidet sharshanac ese izaxoden ranierize vacaloto da raa gamovida ki vnaxet maincdamaic bolo xuti tamashi unda darches ro gadavayenot me vfiqrob exla uda gadayenon da figu an barezi dayeenon clis bolomde.

5 gio123  
0
ligaze tu ver movxvdit mashin gunds ver gaacliereb tu ra xdeba?mags araqvs mnishvneloba ligaze tu ver movxdit interi Zafxulshi mainc gaclierdebqa da sahches uechveli daitreven cmebo

6 Giuseppe-Meaca  
0
თუ ლიგაზე ვერ მოვხვდით, ვერ ვიყიდით "ძვირფას" ფეხბურთელებს, ელემენტარულია, თუ გუნდი ლიგაზე არ თამაშოს იმ გუნდში არ გადმოვა ძლიერი ფეხბურთელი, ეს რეალობაა.
+ამ ლიგის ამბავს თუ ინტერი ლიგაზე ვერ გავიდა ნაკლებ ფულს მიიღებს.

7 gio123  
0
xoda mashin am sastavit ar gvirsebia ligaze gasvla da ega cmao es xo araferi gundia cma rasc chven grands vecaxit,eseti interi ar maxsovs cmeboooooooooo

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter