La Gazzetta dello Sport -ის ცნობით, მილანის ინტერი ბენფიკას ნახევარმცველით, რამირესით დაინტერესდა.
23 წლის ბრაზილიელი სერია A–ში შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აღმოჩნდეს, მილანელები მზად არიან მის სანაცვლოდ "ბენფიკას" 5 მლნ ევრო გადაუხადონ. რამირესმა პორტუგალიის ჩემპიონატის უკანასკნელ სეზონში 24 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
|