იტალიური ჯენოას შემტევი ნახევარმცველი, ჰუსეინ ხარჟა სეზონის დარჩენილ ნაწილს, მილანის ინტერის შემადგენლობაში გაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას Corriere dello Sport-ი ავრცელებს. იტალიური გამოცემის ცნობით, ჯენოას პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ მისმა კლუბმა და ინტერმა 28 წლის ფეხბურთელის არენდაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ხელშეკრულების თანახმად, ინტერს უფლება აქვს, სეზონის ბოლოს, მაროკოელი ფეხბურთელი 3.5 მილიონ ევროდ გამოისყიდოს.
საფრანგეთში დაბადებული ფეხბურთელი, იტალიაში 2001 წელს გადავიდა და მას შემდეგ, 5 აპენინური გუნდი გამოიცვალა. ჯენოამდე იგი ტერნანაში, რომაში, პიაჩენცასა და სიენაში გამოდიოდა. სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, ხარჟამ 13 მატჩი ჩატარა და თავი გატანილი გოლით ერთხელ გამოიჩინა. ეს ერთადერთი ბურთი თერთმეტმეტრიანი დარტყმით, მან სწორედ ინტერს გაუტანა.
|