ანტონიო კასანო : 7.5 ყველათვის მოულოდნელად ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ნერიაძურიმ პირველი ტაიმი წააგო ცუდ ფორმაში მყოფ სამპდორიასთან მაგრამ მეორე ტაიმში ანტონიო კასანო ამოქმედდა და "ჯუზეპე მეაცაზე" შოუ დადგა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, ორ საგოლე პასთან ერთად უამრავი სასიკეთო საქმე გააკეთა "ინტერის" სასარგებლოდ.
ახლა კი შემოგთავაზებთ "ინტერის" ფეხბურთელების შეფასებას.
სამირ ჰანდანოვიჩი: 6 ორი გოლი გაუშვა მაგრამ არცერთი გოლის დროს ვერ შევძლებთ მის დადანაშაულებას, საიმედო იყო გამოსვლებზე.
ხავიერ ძანეტი: 6.5 რისი თქმა შეგვიძლია კაპიტანზე? ის შეუდარებელი იყო.
ანდრეა რანოკია: 6.5 პირველი გოლი რანოკიას შეცდომის გამო გავიდა მაგრამ ყველამ ერთხმად აღიარა რომ უფრო გაუმართებლობას ქონდა ადგილი, მუთუმეტეს სამუელიც უშლიდა ხელს. სხვა მომენტებში კი რანოკიას თამაში, მაღალ შეფასებას იმსახურებს.
ვალტერს სამუელი: 6.5 ანალოგიურად არ გაუმართლა პირველი გოლის მიღების დროს ვალტერსაც,მანამდე კი პერეირას ჩამოწოდებულ ბურთს დაჰკრა თავი მაგრამ მცირედიტ გადააცილა სამპას კარს, დანარჩენი კი ჩვეულად საიმედო იყო.
ალვარო პერეირა: 5.5 ქონდა გოლი გატანის რეალური შანსი მაგრამ რომერომ არ მისცა ამის საშვალება. არ იყო ძველებურად აქტიური და შესაბამისად დაბალი შეფასებაც მიიღო.
იუტო ნაგატომო: 6.5 შეცვლაზე შესული ნაგატომო, აქტიურად ჩაერთო თამაშში და საიმედო იყო მარცხენა ფლანგზე, იუტოს შემოსვლის მერე უფრო მოიცალა შეტევისთვის გუარინმა რასაც ვერ ახერხებდა პერეირას მოედანზე ყოფნის დროს.
გაბი მუდინგაი: 5.5 ზოგ მონაკვეთებში ძალიან სახიფათოდ ითამაშა და ყვითელი ბარათიც დამსახურებულად მიიღო. როგორც ყოველთვის გამოირჩეოდა ბოლომდე ბრძოლით.
ესტებან კამბიასო. 6.5 მეორე ტაიმში ჩართო სტრამამ არგენტინელი და გაამართლა სტრამას იმედები, კამბიასოს მოედანზე გამოსვლის მერე გახდა ინტერის თავდასხმა უფრო შთამბეჭდავი და სახიფათო.
ვალტერ გარგანო. 5.5 არ იყო გარგანოსთვის ეს თამაში ერთ ერთი საუკეთესო, ხშირად კარგავდა მოედნის ცენტრში ბურთს, უფრო გამოირჩეოდა უზუსტო პასებით.
ფრედი გუარინი: 7 მთელი თამაში აქტიური იყო, პირველ ტაიმში შეეძლო ანგარიშის გათანაბრება მაგრამ მის მიერ ყუმბარისებული დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა რომეროს კარს, მეორე ტაიმში კი უფრო სახიფათო გახდა ფრედი და მიზანსაც უწია, მესამე გოლი გაიტანა და საბოლოოდ დაასამარა გენუელების იმედები. ფრედიმ პირველი გოლი გაიტანა სერია ა_ში მიმდინარე სეზონში.
დიეგო მილიტო: 6.5 "პრინცი" მთელი თამაშის განმავლობაში ამოსუნთქვის საშვალებას, პენალტის მოპოვებასთან ერთად სამპა კანაკლული დაატოვებინა მთავარ არბიტრს, მეორე გოლიც დიეგოს აქტიურობა მოჰყვა. "პრინცი" ძველებურად საიმედო და საშიში იყო მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის.
ანდრეა სტრამაჩიონი: 6.5 სტრამას მიერ გაკეთებულმა ორმა შეცვლამ (კამბიასო, ნაგატომო)გარდატეხა შეიტანა თამაშში და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა მისმა გუნდმა.
|