"ბლექპულის” გარემარბი, შესაძლოა უახლოესი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, "ნერაძურის” რიგებს შეუერთდეს.
მოგეხსენებათ, ლეგენდარული პოლ ინსი "ინტერის” მაისურით 90-იან წლებში გამოდიოდა. სწორედ ამიტომ, ბრიტანული პრესა ამას უკავშირებს იმ ფაქტს, რომ შესაძლოა მისი 21 წლის შვილი, მამის კვალს გაჰყვეს.
შეგახსენებთ, აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ტომას ინსის თამაშს აგრეთვე "ლივერპულისა” და "ტოტენჰემის” ხელმძღვანელები აკვირდებიან. მათ კი ახლა "ნერაძურიც” დაემატათ. მოსალოდნელია, რომ "ბლექპული” უმცროსი ინსის სანაცვლოდ, დაახლოებით შვიდ მილიონ ევროს მოითხოვს.