ITA Sport Press-ს ცნობით, მილანის "ინტერმა" ხავიერ მასკერანოს გადაბირების საკითხთან დაკავშირებით ქმედითი ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო და ფეხბურთელის აგენტთან გამართული მოლაპარაკებების პირველი ნაწილიც წარმატებით დასრულდა.
მარკო პიკოლის (მასკერანოს აგენტი) განცხადებით, "ნერაძური" მის კლიენტს საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობს და ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიასაც ჰპირდება. ახლა მთავარი თავად ფეხბურთელის გადაწყვეტილებაა, რომელიც არასდროს მალავდა, რომ რაფაელ ბენიტესის დიდი თაყვანისმცემელია და მის ხელმძღვანელობით სურს კარიერის გაგრძელება.
|