"ინტერის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა სტრამაჩონიმ ხვალინდელი მატჩისთვის 20 ფეხბურთელს უხმო, განაცხადს მიღმა დარჩნენ ალვარო პერეირა და სამუელი. მატჩი ხვალ გაიმართება "ჯოზეპე მეაცას" სახელობის სტადიონზე ინტერი უმასპინძლებს ტოტენჰემს. შეგახსენებთ რომ მილანელებმა პირველი მატჩი 3-0 დათმეს
მეკარეები: სამირ ჰანდანოვიჩ, ვიდ ბელეკი, დი ჯენარო მცველები: ანდრეა რანოკია, კრისტიან კივუ, სიმონე პაზა, იბრაჰიმა მბაიე, ჯონათანი, ჟუანი; ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტი, ვალტერ გარგანო, ესტებამ კამბიასო, ფრედი გუარინი, რიკი ალვარესი, მარკო ბენასი, მატეა კოვაჩიჩ;
თავდასხმა: როდრიგო პალასიო, ანტონიო კასანო, მატეო კოლომბი, ბელონი
|