მთავარი » 2013»მარტი»6 » ინტერის მეხუთე გასროლა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე
13:34
ინტერის მეხუთე გასროლა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე
შეგახსენებთ, რომ ”ინტერი” სერიოზულად იყო დაინტერესებული 23 წლის არგენტინელით რუბენ ბოტტათი, რომელიც არგენტინულ კლუბ ”ტიგრში” არსპარეზობს. არგენტინელ ნახევარმცველს ამ წლის ზაფხულში კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება რითაც ისარგებლა ”ინტერმა” და მოლაპარაკებები დაიწყო, გაზეთ Corriere dello Sport -ის თქმით შეთანხმება მიღწეულია და რუბენ ბოტტა ”ინტერის” რიგებს ზაფხულში შეუერთდება, ეს ფაქტი დაადასტურა ფეხბურთელის აგენტმაც ფერნანდო ჰიდალგომ (რომელიც გახლავთ მილიტოს აგენტიც) ერთადერთი რაც ტრანსფერს აკლია პრეზიდენტის მასიმო მორატის თანხმობაა, რომელიც მალე შეხვდება ფეხბურთელის წარმომადგენლებს. ფეხბურთელით სერიოზულად იყო დაინტერესებული იუვენტუსი და ნაპოლიც მაგრამ პირველი შეთავაზება ინტერმა გააკეთა. ბოტტა ”ინტერში” წელიწადში 1 მილიონს მიიღებს და პლიუს ბონუსებს.
შეგახსენებთ, რომ ეს ”ინტერის” მეხუთე გასროლაა ზაფხულის სატრანსფეროს ბაზარზე ”ინტერს” ივნისში შეუერთდებიან: ანდრეოლი, კამპაგნარო, ლაქსალტი და იკარდი, ხოლო მეხუთე შენაძენი რუბენ ბოტტა იქნება.
argentinazionale magariaa:D magram me eg mwvrtneli ar mevasebaa mgonia rom inters ver moergeba isev strama datovos jer dros misces exla mwvrtnelis shecvla uaresi iqnebaa