ავტორიტეტული იტალიური გამოცემის ინფორმაციით, ალექსის სანჩესი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. როგორცLa Gazzetta dello Sportიტყობინება, "ინტერის” ხელმძღვანელობა არ დაელოდა მიმდინარე სეზონის დასრულებას და უკვე ზაფხულის სატრანსფერო კამპანიის გეგმის შედგენა დაიწყო. "ნერაძურის” წარმომადგენლებმა "ბარსელონას” თავდამსხმელთან ალექსის სანჩესთან მოლაპარაკებები უკვე გამართა და ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის პირობებიც შეათანხმა. გარდა ამისა, ჩილელი ხელფასის დაკლებასაც დათანხმდა. ახლა "ინტერს” მხოლოდ ისღა დარჩენია "ბლაუგრანას” ფეხბურთელის ტრანსფერის ფასზე მოელაპარაკოს.
შეგახსენებთ, რომ 2011-წელს სანჩესი "ბარსელონამ” "უდინეზედან” 26 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა (+11 ბონუსის სახით). თუმცა კატალონიურ გრანდში 24-წლის თავდამსხმელმა მნიშვნელოვან ფეხბურთელად გახდომა ვერ მოახერხა. ალექსისის ამ პოზიციაზე მიმდინარე სეზონიც მოწმობს – პრიმერა დივიზიონში მან მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა, მოედანზე კი 19-ჯერ გამოჩნდა.
საინტერესოა, რომ სანჩესი არაა "ბარსელონას” მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც თვალი "ინტერმა” დაადგა. ასევე იტყობინებიან, რომ "ნერაძურის” მარტინ მონტოიასა და ალექსანდრ სონგის ხელში ჩაგდებაც სურს, რომლებიც ტიტო ვილანოვას გუნდში რეგულარულ სათამაშო პრაქტიკას ვერ იღებენ.
ვა რა კარგი ინფორმაცია გავიგე, ტო. მაგრად გამისწორდება ეს თუ გადმოვა სწრაფი გახდება "ინტერის" შეტევა. იტალიაში მაგრად თამაშობს ეს დროზე გადმო ბიჭო რა გინდა მანდ მაინც არ გენდობიან
au midi morati itrie ra es imena mgariigrokia tan italiashi magradc gaqachavs inters scored egti futbalistebi tu gadaarchenen midit raaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa,auuuuuuu ra gamiscprdeboa es intershi chemi